#მხატვრობა

WINDOW PROJECT უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინარულ გამოფენას მასპინძლობს

გაზიარება:

თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project-ი უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინარულ გამოფენა Mother Ship-ს მასპინძლობს. გამოფენა, დედამიწაზე სიცოცხლის სემიოტიკური პროცესის ვიზუალური ენით კვლევას გვთავაზობს. ბუნებას, ბიოლოგიას, ისტორიასა და ლინგვისტურ სემიოტიკურ პროცესს, ბუნებრივად შემოაქვს ეკოფემინიზმის დისკურსი, სადაც ქალი სიცოცხლის საწყისის საკრალურ ორგანიზმად, დედად მოიაზრება და განუყოფელ კავშირშია დედაბუნებასთან, სიცოცხლის ცირკულაციის პროცესთან.

გამოფენა დროის ასპექტის მნიშვნელობასაც იკვლევს, რადგან დედამიწა განიხილება, როგორც პლანეტა, სადაც სიცოცხლის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანების ცივილიზაცია ვითარდება. უტა ბექაია და რუსუდან ხიზანიშვილი დროის პერსპექტივიდან კვლევის ხომალდის მანიპულაციით ახერხებენ;

იმიტირებულმა ხომალდმა დროის განზომილება დატოვა და სიცარიელეში იმყოფება.

მასზე წარმოდგენილი ვიზუალური არტეფაქტები კი, აწმყოდან გაგზავნილი მესიჯებია, რომლებიც მოგვითხრობენ დედამიწაზე ცივილიზაციების სიცოცხლეზე, მათ საწყისებზე, დედაენაზე, ეგზისტენციალურ გამოწვევებზე.

პროექტის პირველი ნაწილი სიცოცხლის ბიოლოგიურ საწყისს იკვლევს, რომელიც ერთის მხრივ საკრალურ მნიშვნელობას ატარებს და სიცოცხლის ცირკულაციის სიმბოლოა. ხოლო მეორეს მხრივ ცივილიზაციის არჩევანს დესტრუქციის პროცესებამდე მიჰყავს და წარსულის არტეფაქტებად აქცევს.

მეორე ნაწილი დედამიწაზე სემიოტიკური პროცესის ლინგვისტურ და ვიზუალურ მეხსიერებას იკვლევს, რაც თავის მხრივ განუყოფელ კავშირშია მისტიციზმთან და ცოცხალი აზრის კვლევასთან. ამ დისკურსში თანამედროვე ანთროპოლოგიის გამოწვევებს გამოფენა ვიზუალური ენით შლის და ადამიანის მიღმა ანთროპოლოგიის რეფერენსებს იკვლევს, სადაც სიცოცხლე და აზროვნება ერთი და იგივე რიგის საგნებია - და განიხილება როგორც ცოცხალი აზრი. 

Window Project-ში გამოფენა 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ფოტო: სერა ძნელაძე

ზევით