თანამედროვე ხელოვნების გალერეა Window Project-ი გამოფენა „ურთიერთობას“ - ლევან ჭელიძისა და 4 ბრიტანელი მხატვრის - ვიკი ამირალის, ედ ლუისის, ანა რედვუდისა და სემ ვების ნამუშევრებს მასპინძლობს. გამოფენის სახელწოდება ქართული სიტყვა „ურთიერთობის“ ეტიმოლოგიით არის შთაგონებული და ასახავს არტისტების ინტერაქციას ქართულ სულთან და ლანდშაფტებთან.
Captionხელოვანი - სემ ვები
გალერეა Window Project-ში გამოფენა ორ სართულზეა წარმოდგენილი, პირველზე წარმოდგენილია ლევან ჭელიძის მიერ 2021 წელს შექმნილი ნამუშევრები. ეკლექტური პორტრეტები ჭელიძისთვის დამახასიათებელ რეალობასა და ფანტაზიას შორის ბუნდოვან ზღვარზეა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ნატურებთან იწყებს მუშაობას, ის თავს სინამდვილით არ იზღუდავს, არამედ საკუთარი აღმებით თამაშობს, როგორც თვითონ პორტრეტზე, ასევე ფონზეც, რომლის საშუალებითაც ობიექტს უცვლის „რეალობას“. გაურკვეველი და ბუნდოვანია ადამიანებს შორის კავშირებიც.
Captionხელოვანი - სემ ვები
პოზირებას, ჭელიძე წყვეტს პორტრეტის ხატვას და მუშაობას მხოლოდ განყენებული, არარეალური ფონით ასრულებს.
გამოფენის მეორე სართული კი 4 ბრიტანელ მხატვარს ეთმობა, რომლებიც VA[A]DS-ის 9 კვირიანი რეზიდენციის მონაწილეები არიან. ვიკი ამირალის ნამუშევრები საქართველოს ინდუსტრიული წარსულის აღმოჩენით, მისი ბუნებრივი და ურბანული პეიზაჟების სილამაზით არის შთაგონებული. ამირალისმა თავისი ახალი ნამუშევრებისთვის გამოიყენა VA[A]DS -ში ნაპოვნი სამრეწველო და ბუნებრივი მასალები.
ხელოვანი - სემ ვები
ედ ლუისმა თავისი პერფორმატიული პრაქტიკა და მისი ქართული სახლის ინტერიერი Window Project-ის სივრცეში შემოიტანა. ლუისი შთაგონებულია ახალი გარემოს შორეული ახლობლობით და პარალელებს ავლებს საკუთარ სახლთან დიდ ბრიტანეთში. შავ-თეთრი იმერსიული ნამუშევარი დამთვალიერებელს იწვევს ამბიენტურ გარემოში.
„ჩემი ნამუშევრები, რომლებიც ხშირად ცნობადობის, კომფორტის საგნებს წარმოადგენენ, აგრძელებენ ინტერაქციას აბსურდულობასთან და ქაოსთან, რომელიც სულ უფრო მეტად გვახრჩობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ასევე სწრაფვას გავცდეთ ჩვენს ლიმიტებს“ - ედ ლუისი.
ხელოვანი - სემ ვები
ანა რედვუდი საქართველოში პოლიფონიურმა სიმღერამ და უძველესი კოშკების ზღაპრებმა მიიზიდა. სვანეთში რედვუდმა მოიარა მონასტრები და ეკლესიები. წარმოდგენილ ნამუშევრებში იყენებს უძველეს მასალებს, როგორიცაა ხე, ქვა, ფიქალი და ნახშირი უძველესი მიწის სულის შესასწავლად.
სემ ვები გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრით აჩვენებს და ავითარებს ბრენდის შექმნის ექსპერიმენტს სახელწოდებით „ექოს ლოკაცია“. თბილისში მან პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით გამოიკვლია კავშირი საკუთარ „მესა“ და იმ სამყაროს შორის სადაც „მე“ არსებობს და ეს ურთიერთობა მულტიმედიური სკულპტურების საშუალებით გადმოსცა.
გამოფენა „ურთიერთობა“ Window Project-ში 8 იანვრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.
The Woman King ქალთა რეალური არმიის შესახებ მოგვითხრობს. აგოჯიე (ასევე ცნობილია, როგორც ამორძალები), დაჰომეის დასავლეთ აფრიკის სამეფოს დასაცავად მე-17-ე, მე-18 და მე-19 საუკუნეებში იბრძოდნენ. ფილმის მთავარი გმირი კი მებრძოლთა მეთაური - ნანისკა გახლავთ, რომლის როლსაც ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ასრულებს.
წელს ბათუმისკენ არ გახედვის მიზეზი ბევრი გვაქვს, მაგრამ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის გამოც ძალიან შეცვლილ ბათუმს 3 დღეს მაინც უყოყმანოდ დაუთმობ. The Diary კი ამჯერად 2022 წლის ივლისის 3 საოცარ დღეზე მოგითხრობთ.
9 აგვისტოს, ქართველი მაყურებლისთვის Sibler Films-ის რიგით მეორე ნამუშევრის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებით 10:45 პრემიერა გაიმართა. გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი შესაფერის დროს მოგვევლინა და ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეები გაგვახსენა.