#აფიშა

„ვთამაშობთ კაბუკის”: იაპონური პიესის პრემიერა სოხუმის დრამატულ თეატრში

გაზიარება:

სოხუმის დრამატულ თეატრში დღეს, დიდი პრემიერაა ჩანიშნული, 6, 7 და 8 აპრილს, თეატრის სცენაზე „ვთამაშობთ კაბუკის” პირველად წარსდგება მაყურებლის წინაშე. სპექტაკლი მისტიკური კომედიაა მარადიული სიყვარულის, კარმისა და ბედის ძალების შესახებ. საოცრად ლამაზი და პოეტური ენით დაწერილი პიესა მოგვითხრობს ახალგაზრდა სამურაისა და გოგონას სიყვარულის ამბავზე.

მე-15 საუკუნის იაპონური პიესის „აბრეშუმის ფარანის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისროი დავით პაპავაა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესის ქართული ანალოგი რამდენიმე უჩვეულო ელემენტით შექმნა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სამსახიობო გუნდს შეეხო, ტრადიციულად, ორიგინალი პიესა იაპონიაში სრულად მამაკაცი მსახიობების მონაწილეობით იდგმება, იაპონიაში სწორედ ისინი ასრულებელ ორივე სქესის როლს, დავით პაპავამ მამაკაცების ნაცვლად, „ვთამაშობთ კაბუკის” სრულად ქალ მსახიობებს მიანდო. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნანკა გვარიშვილი, სანათა ძაძამია, მარიამ სარდანაშვილი, ქრისტინე ჩხიკვაძე, ეკატერინე არჩაია, მარინა სოლომონია, ჯულიეტა პაკელიანი, ვერიკო კალანდია, ლონდა კაცია, ნინო პაპავა, მილენა აჟიბა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიესაში ქართველ მსახიობებთან ერთად აფხაზი მსახიობები: ნინო პაპავა და მილენა აჟიბა მონაწილეობენ.

„ვთამაშობთ კაბუკის” სცენოგრაფია და კოსტიუმების დიზაინი Molu-ს ეკუთვნის, სპექტაკლის ქორეოგრაფი ნათია ბუნტური გახლავთ, მუსიკალური გაფორმება კი დავით საყვარელიძეს ეკუთვნის. 

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა, ჯერ კიდევ შესაძლებელია tkt.ge-ზე, თეატრის მოყვარულებს, გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ფოტო: აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი

ზევით