#მოდა #კულტურა #კინო

ვენეციის 78-ე კინოფესტივალის პირველი გლამურული დღე და წითელი ხალიჩა

გაზიარება:

1-ელ სექტემბერს ვენეციის 11-დღიანმა კინოფესტივალმა სტარტი ოფიციალურად აიღო, ხანგრძლივი ონლაინ ფესტივალების და კინოდაჯილდოებების შემდეგ, ოფლაინ გამართული ღონისძიებები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ და გამომდინარე იქედან, რომ კინოფესტივალი გახსნის დღიდან მოვლენათა ეპიცენტრშია, ერთად გავიაროთ პირველი დღის მთავარი მოვლენები.

ვენეციის, რიგით 78-ე კინოფესტივალის მიმართ ინტერესი რამდენიმე კვირით ადრე გაჩნდა, რაც ბუნებრივიცაა, ამ დღეების განმავლობაში ხომ ფესტივალზე ხომ იმ ფილმების პრემიერა გაიმართება, რომლებსაც ასე დიდიხანია ველით. ყველაზე მოთხოვნად ეკრანიზაციებს შორისაა პრინცესა დიანას შესახებ გადაღებული ფილმი Spencer, რომელშიც მთავარ როლ კრისტენ სტიუარტი ასრულებს, სამეცნიერო ფანტასტიკა Dune და ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი Last Night in Soho.

ვენეციის კინოფესტივალი სულ რაღაც ერთი დღეა გაიხსნა, თუმცა წითელი ხალიჩის გლამურმა უკვე დაიპყრო სოციალური ქსელები, ფესტივალზე გამოჩნდნენ ისეთი სახეები, როგორებიც პენელოპე კრუსი, იზაბელ ჰუბერტი, ადრიანა ლიმა, ბიანკა ბალტი, სარა სამპაიო და სხვები.

პენელოპე კრუსი Chanel-ის კაბაში გამოწყობილი

ჰელენ მირენი Dolce & Gabbana-ს კაბით

ადრიანა ლიმას აცვია Etro

იზაბელ ჰუბერტი Armani Privé-ს კაბით

სარა სამპაიოს აგრეთვე Armani Privé ამშვეებს

ბარბარა პალვინი აგრეთვე Armani Privé-ს კაბით

მილენა სმიტს აცვია Balmain

ზევით