უქმეებზე სანახავი გამოფენა: „როგორია ქალად ყოფნა“

თუ ამ უქმეებზე არაფერი დაგიგემავთ, მაშინ მცირე გიდობას გაგიწევთ და ერთი ძალიან საინტერესო გამოფენისკენ გაგიძღვებით. ქართველი ქალი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით „როგორია ქალად ყოფნა“, 26 და 27 მარტს გალერეა არტარიაში მოეწყობა.

ლიკა მაკარიძე

გამოფენაზე საშუალება გექნებათ შეხვდეთ ეკატერინე თორთლაძის დიდი ოსტატობით და გულწრფელობით შესრულებულ სხეულებს; სალომე ქურდაძის მიერ დანახულ გილგამეშის ისტორიას. ანა დედაბრიშვილის საკუთარ თავთან პირისპირ შეხვედრის და წყენების დავიწყების მცდელობას; ანი გემაზაშვილის ქალურ საუბრებს და ლიკა მაკარიძის ძლიერ მებრძოლ ქალებს.

სალომე ქურდაძე

გამოფენაში მონაწილე ყველა მხატვარი ქალია, ყველა მათგანი ქალის ცნობიერებისა და სხეულის გარშემო ტრიალებს და გვაფიქრებს იმაზე თუ რას ნიშნავს ამ ცისქვეშეთში ქალად დაბადება და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ „როგორია ქალად ყოფნა“.

ანი გემაზაშვილი

გამოფენის მონაწილე ერთ-ერთმა მხატვარმა ანი გემაზაშვილმა საზოგადოებას თავი სოციალური ქსელებიდან, გააცნო. განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ანის TikTok-ზე განთავსებული ვიდეოები, რომლებშიც ხელოვანი გამომწერებს ხატვას ჩხირებით თუ სარეცხი ღრუბლით ასწავლის. გემას ნამუშევრები, სწორედ ამ სახელით იცნობენ ანის სახელოვნებო წრეებში, შაბთ-კვირას გალერეა არტარიაში, კიდევ 4 ბრწყინვალე ხელოვანის ნამუშევართან ერთად დაგხვდებათ

ზევით