თომას ჰაუსაგონის გამოფენა WE - ნიკ ქეივთან და ბრედ პიტთან ერთად Sara Hildén-ის მუზეუმში

ფინეთში, Sara Hildén-ის მუზეუმში, 2022 წელს მსოფლიოში სახელგანთქმული მოქანდაკის თომას ჰაუსაგონის პერსონალური გამოფენა უნდა გამართულიყო, თუმცა ხელოვანის შემოქმედებითი კრიზისის გამო გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თომასს ყველაზე რთულ პერიოდში თანადგომა და მხარდაჭერა მეგობრებმა: მუსიკოსმა ნიქ ქეივმა და მსახიობმა ბრედ პიტმა გამოუცხადეს. 

Sara Hildén-ის მუზეუმი დამწყები ხელოვანებისთვის გამოფენას თითქმის არასდროს აწყობს, თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა და მუზეუმში 17 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით თომას ჰაუსაგონის გამოფენა სახელწოდებით: WE, ნიკ ქეივის კერამიკულ ფიგურებთან და ბრედ პიტის სკულპტურებთან ერთად მიმდინარეობს.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებული მოქანდაკე თომას ჰაუსაგონი, თავისი უზარმაზარი, ადამიანის ფორმის ქანდაკებებით გახდა ცნობილი, Sara Hildén-ის მუზეუმში თომასი, ნახატების ახალი სერიითა და, რასაკვირველია, სკულპტურებით არის წარმოდგენილი. გამოფენაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ველური ხის ქანდაკებები, რომლებიც რომლებიც ჰაუსაგოს თქმით, მან ჯაჭვის ხერხით ამოკვეთა, დამცავი აღჭურვილობის გარეშე.

მუზეუმის ცნობით, ჰაუსაგოს გამოფენა „ზეიმობს პანდემიით გამოწვეული იზოლაციისგან განთავისუფლებას და ასევე პიროვნულ აღდგენას“.

გამოფენაზე, აგრეთვე წარმოდგენილია ნიკ ქეივის კერამიკული ფიგურების სერია, სახელწოდებით The Devil – A Life. სკულპტურები მუსიკოსმა 2020 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში შექმნა. 17-ნაწილიანი სერია მოგვითხრობს ეშმაკის ცხოვრების ამბავს, რომელიც გმირულ საქმეებს განიცდის დაცემასა და პატიებამდე. მითიური სიუჟეტი სრულად ეწინააღმდეგება ფაიფურის ნამუშევრების ესთეტიკას.

ნამუშევრების სერიის ინსპირაციად ბებიას ფაიფურის კოლექცია და წითელი ფერი იქცა. რა თქმა უნდა, ბიბლიური თემები ასევე მკვეთრად არის წარმოდგენილი ქეივის მუსიკაში. ქეივმა თქვა, რომ სერიის პირველი ნაწილი დედამისის გარდაცვალების დღეს შექმნა და საბოლოოდ ნამუშევრები ბოდიშის მოხდის მცდელობას დაემსგავსა.

რაც შეეხება ბრედ პიტს, მსახიობისთვის სკულპტურების შექმნა არტთერაპიით დაიწყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს თვითრეფლექსიის იდეალური ფორმა და საკუთარ ეგოსთან შეხვედრის შესანიშნავი მეთოდი იყო. პიტის პირველი სკულპტურა, House-A-Go-Go (2017), რომელიც დანგრეულ სახლს მოგაგონებთ, მსახიობმა ჰაუსაგოს კაბინეტის იატაკზე ნაპოვნი ნარჩენებისგან ააწყო. ნამუშევარში, რომელიც მოგვაგონებს ძველ ბარელიეფს, პიტმა საკუთარი სხეულის დახმარებით სროლის სცენა გამოსახა. იგივე თემა მეორდება სილიკონის სახლებში, რომლებსაც პიტმა სხვადასხვა კალიბრის თოფებით ესროლა.

ტრიოს ერთობლივი სპექტაკლი გადაიზარდა მეგობრობის, იმედისა და გამოჯანმრთელების ისტორიაში, სადაც მთლიანობა უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ხელოვანების ნამუშევრები.

ზევით