#სპორტი #TOKYO 2020 OLYMPIC GAMES

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 4 ახალი სპორტის სახეობით დაგვიბრუნდა

გაზიარება:

სპორტული შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა დღეს, 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გასტანს. ისტორიაში მეორედ, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, სადაც 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიურმა თამაშებმა 1 წლით გადაიწია, თუმცა ღონისძიებამ სახელი შეინარჩუნა.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 არა ერთი ცვლილებით დაგვიბრუნდა, ოლიმპიადაში 4 ახალი სპორტული შეჯიბრი გამოჩნდა, მათ შორისაა სკეიდბორდინგი, სერფინგი, სპორტული ცოცვა და კარატე.

სკეიდბორდინგის დამატება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში პირველ ყოვლისა ახალგაზრდების სეგმენტზე არის გათვლილი, IOC-ის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ სპორტის ეს სახეობა იმიტომ დაემატა ოლიმპიადას, რომ  "ჩვენ ვეღარ დაველოდებოდით როდის მოვიდოდნენ ახალგაზრდები ჩვენთან, დროა თავად მივიდეთ მათთან".

სერფინგის შეჯიბრში მონაწილეობას არა ერთი ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელები, ამერიკელები და ბრაზილიელები მიიღებენ, ოლიმპიური თამაშების ამ სახეობის გაუმჯობესებას 2024 წლისთვის აპირებენ, მანამ კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სერფერებს ვადევნოთ თვალი.

კლდეზე ცოცვა როგორც სპორტის სახეობა უკვე წლებია მსოფლიოს გარშემო პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ამ პოპულარობის გამო ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაში ამ სახეობასაც ვიხილავთ, სპორტსმენები ერთმანეთს უმოკლეს დროში სპორტულ ცოცვაში შეეჯიბრებიან.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ კარატეს, რომელიც ოლიმპიადაზე მოხვედრას 1970-იანი წლებიდან ცდილობდა და მისი დამტკიცება მხოლოდ 2015 წელს მოხდა, როდესაც IOC-მა სპორტის ამ სახეობას შანსი მისცა.

ზევით