ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში მუსიკოსის როლს 28 წლის მსახიობი, ტიმოთი შალამე შეასრულებს.
ფილმი ცნობილი მომღერლის კარიერის დასაწყისს შეეხება და მის 1960-იან წლებში ცხოვრებას ასახავს. თავდაპირველად ბობ დილანის ბიოგრაფიულ კინოსურათზე ინფორმაცია 2020 წლის იანვარში გავრცელდა, თუმცა გადაღებები ახლახან დაიწყეს. უამრავი შეფერხების მიუხედავად, ფილმს თავად ბობ დილანისგან სრული მხარდაჭერა აქვს. მომღერალმა რეჟისორს, ჯეიმს მანგოლდს, ფილმის სცენარზე დეტალურად ანოტირებული შენიშვნები გაუგზავნა.
როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ფილმი “A Complete Unklnown” მუსიკოსის ცხოვრების გარდამტეხ მომენტზე კონცენტრირდება და ბობ დილანის Folk მუსიკის ლეგენდად გადაქცევის შესახებ მოგვიყვება. მოქმედება ნიუ იორკში მიმდინარეობს და Mr. Tambourine Man-ის ავტორის ცხოვრებას იმ პერიოდიდან მიჰყვება, როცა ის 17 წლის ასაკში 16 დოლარით დიდ ქალაქში გაემგზავრა.
ბობ დილანი 60-იან წლებში
ტიმოთი შალამეს გარდა, ფილმში არაერთ ცნობილ მსახიობს შევხვდებით. ედვარდ ნორტონი ცნობილი მუსიკოსს პიტ სიგერს განასახიერებს, ხოლო ელ ფენინგი - ბობ დილანის სიყვარულის ინტერესს, სილვი რუსოს.
ტიმოთი შალამე და ელ ფენინგი, კადრი ფილმიდან "A Rainy Day in New York"
ფილმი მიუზიკლის ჟანრის იქნება. ტიმოთი შალამე ბობ დილანის ცნობილ სიმღერებს თავად შეასრულებს. იგი რამდენიმე წელია გიტარაზე დაკვრას სწავლობს და იგივე ვოკალის გუნდი ჰყავს დაქირავებული, ვინც ოსტინ ბატლერს “ელვისის” გადაღებებისთვის ამზადებდა. როგორც ტიმოთის ვოკალის მწვრთნელმა, ერიკ ვეტრომ, ინტერვიუში განაცხადა, გულშემატკივრები გაოცებულნი იქნებიან მსახიობის ხმითა და მონაცემებით.
გადაღებები რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში დაიწყო, შესაბამისად გადასაღები მოედნიდან მსახიობის პირველი პაპარაცული ფოტოებიც გამოჩნდა. კადრებში ტიმოთის ველვეტის ქურთუკით, მდოგვისფერი ნაქსოვი შარფითა და მომღერლის ჩაცმულობის მთავარი ატრიბუტით biker cap-ით ვხედავთ.
საქართველო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ახლად დაარსებულმა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ქართველი გამომცემლები ერთ კოლექტიურ სტენდზე გააერთიანა, რომლის მთავარი თემა პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეძღვნება.
შილდაში დაფუძნებული მეღვინეობა საუკუნოვან ტრადიციას უკვე თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. Chelti Winery ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
Sombr – 20 წლის ნიუ-იორკელი მუსიკოსი, რომელიც თავისი უნიკალური ჟღერადობითა და გულწრფელი ემოციებით ინდიროკისა და პოპის სცენაზე სახელს იხვეჭს. გაიცანით ვინ არის მუსიკალური სამყაროს ახალი სახე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტად ითვლება.