#მოდა

თაობა Z მოდას თვითგამოხატვის საშუალებად იყენებს

გაზიარება:

თაობა Z ის თაობაა, რომელიც ტექნოლოგიებისა და თავისუფლების სამყაროში გაიზარდა. სტილი ამ თაობისთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, იცვამენ ისე როგორც ემოციები და განწყობებო უკარნახებთ, უმხედრდებიან ავტორიტეტსა და იერარქიას, არ ეშინიათ ცვლილებების და აზრის ხმამაღლა დაფიქსირების. ასეთი გარემო კი ზუსტად აისახება ხოლმე გარეგნობაზეც.

Gen Z outfit starter pack : ყველანაირი ფერისა და პატერნის ქსოვილი, დაბალწელიანი ჯინსები, ვინტაჟური ქამარი, რომელიც შეიძლება ქამრის ფუნქციასაც არ ასრულებდეს, დიდი ზომის ტანსაცმელი, Cargo და Parachute pants, Layering.

ჯეიკობ ელორდი Cargo შარვლით
ბელა ჰადიდი დაბალწელიანი შარვლით

დაივიწყეთ მოტკეცილი ჯინსები!

ბოლო დროა, ძალიან მარტივი გახდა თაობათა წარმომადგენლების ერთმანეთისგან განსხვავება, ჩაცმის სტილის დახმარებით. პირველი ინდიკატორი იმისა, რომ ადამიანი არ არის თაობა Z-ის წარმომადგენელი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსები და შარვლებია. მათ ნაცვლად ჯენ Z უპირატესობას ანიჭებს, ფართო ან დაბალწელიან შარვლებს, ასევე Cargo და Parashut Pants.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MEME (@mememusicc)

 

 

აქსესუარები და მაკიაჟი

ვინტაჟურ მაღაზიებში ჩანთების, სათვალეებისა და სხვა აქსესუარების ძებნა, ჯენ ზის საყვარელი საქმიანობაა. ძალიან ტრენდულია დიდი ზომის სათვალეები, განსხვავებული და უნიკალური დიზაინის ჩანთები და ქამრები. ჯენ ზის მაკიაჟი და ფრჩხილების დიზაინიც ძალიან გამორჩეულია. ისინი ამ საკითხშიც არ ერიდებიან იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორც თავად სურთ, ამასთანავე მაქსიმალიზმისა და კომფორტის იდეალურ მაგალითებს გვთავაზობენ.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Sofia Boman (@sofiaboman)

რაც უფრო დიდი ზომისაა ტანსაცმელი, მით უკეთესი

ჯენ ზის ძალიან უყვარს დიდი ზომის შარვლები, მაღალყელიანი და მაღალძირიანი ფეხსაცმელები, დიდი პიჯაკები და პერანგები. თანაც ასეთი ფორმის ტანსაცმელი Layering-ის შესაძლებლობას იძლევა, რაც ასევე დამახასიათებელია თაობა ზისთვის.

 

წარსულის გაცოცხლება

თაობა ზი ინსპირაციას გასული საუკუნეების ტრენდებიდან იღებს. ჯენ ზის გარდერობში მარტივად ვიპოვით 60იანების Hippie, 90იანების Grunge თუ ABBA-ს 70იანების თანამედროვე ვერსიებს. ჯენ ზი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გლობალურ პრობლემებს და გარემოს დაცვით გამოირჩევა. ამიტომაც ისინი ტრენდებს ნაკლებად მიყვებიან, იცვამენ იმას რაც უნიკალური და დიდი ძიების შედეგად აღმოჩენილია. ამ თაობის ადამინები ინდივიდუალისტები არიან, არ უშინდებიან გამოწვევებსა და Side Eyes სხვა თაობის წარმომადგენლებისგან.

 

ზევით