#კინო

სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ The Guardian-ის წლის საუკეთესო ფილმებს შორისაა

გაზიარება:

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა და ისეთ ეკრანიზაციებს შორის დაიკავა ადგილი, როგორიც პედრო ალმადოვარის Parallel Mothers, კენეტ ბრანას Belfast, პოლ ტომას ანდერსონის Licorice Pizza და წლის სხვა მნიშვნელოვანი ფილმებია.

„ამ ხეების ტრანსპორტირება არის ფიცკარალდოს ტიპის ოპერაცია: განსაცვიფრებელი პროპორციების სიდიადე“ - ფილმის აღწერას დართული აქვს The Guardian-ის ავტორის რეცენზიაც.

„მოთვინიერების“ აღწერაში ვკითხულობთ: საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები.

კინოაკადემიის ახალმა დირექტორმა, კინოს სახლში დაგეგმილი, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების“ ჩვენებები 2 თვის წინ გააუქმა.

„მიზეზი, რომელიც დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ „ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს“ - წერდა სალომე ჯაში.

„მოთვინიერება“ ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. მისი პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალსა და ბერლინალე ფორუმზე.

ზევით