#აფიშა

რას ვუყუროთ კინოთეატრებში? - 5 რჩეული პრემიერა The Diary-სგან

გაზიარება:

1. ფრანგული მაცნე

ბილეთის ყიდვა

სულ რაღაც 3 დღეში, 11 ნოემბერს დიდ ეკრანებს ვეს ანდერსონი დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ჰოლივუდის ვარსკვლავური შემადგენლობა: ტიმოთი შალამე, ბილ მიურეი, სირშა რონანი, ტილდა სვინტონი, ედუარდ ნორტონი, ელიზაბეტ მოსი, ედრიენ ბროუდი, უილემ დეფო, მსუბუქი იუმორი, მომნუსხველი სარეჟისორო შემოქმედება და უბრალოდ ფილმი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

2. მარადიულები

ბილეთის ყიდვა

Marvel-ის კინოსამყარო ახალი სუპერგმირებით "მარადიულებით" გვიბრუნდება. ზებუნებრივი ძალების მქონე გმირები, რომლებიც დედამიწაზე გამოქვაბულის ადამიანებთან ერთად გამოჩნდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდნენ, მზად არიან ყველაზე დიდ ძალასთან საბრძოლველად გაერთიანდნენ. ახალი სუპერგმირების როლში, არც მეტი არც ნაკლები ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მადენი, კიტ ჰარინგტონი, ჯემა ჩანი, ბარი კეოგანი და მა დონგ-სეოკი გვევლინებიან.

"მარადიულების" რეჟისორი ოსკაროსანი რეჟისორი ქლოი ჟიაო გახლავთ.

3. დიუნი

ბილეთის ყიდვა

დენი ვილნევის კინოშედევრის დიუნის შესახებ The Diary-სგან ალბათ არა ერთხელ გსმენიათ და რადგან ამ საოცარი ეკრანიზაციის ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს დიდ ეკრანზე ჯერ კიდევ შეუძლია, გირჩევთ არ გაუშვათ შანსი ხელიდან და საკუთარ თავს თითქმის 3-საათიანი სასიამოვნო სეანსი აჩუქოთ.

ჰერბერტის ნოველის დენი ვილნევისეული ეკრანიზაცია გვიამბობს დიუნის პლანეტაზე ჰერცოგი ლეტო ატრეიდესის შესახებ, რომელიც პლანეტაზე მშვიდობის დასამყარებლად მიდის. ჰერცოგს თან ახლავს შვილი პოლ ატრეიდესი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სამყაროთა შორის ომებში. 

4. უკანასკნელი დუელი

ბილეთის ყიდვა

რიდლი სკოტის ახალი ქმნილება - ისტორიული დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ჯოდი კომერი, ბენ აფლეკი, მეთ დეიმონი და ადამ დრაივერი ასრულებენ, შორეული XIV საუკუნის რეალური ისტორიული მოვლენებითაა შთაგონებული. ფილმის სცენარის საყრდენი, 2004 წელს გამოქვეყნებული ერიკ ჯაგერის სამეცნიერო წიგნი გახდა, რომელმაც XIV საუკუნის საფრანგეთში განვითარებულ მოვლენების, დიდი დუელის სამზადისის, ერთი ქალის სიმართლისთვის ბრძოლისა და შუა საუკუნეების ორთაბრძოლის მომსწრენი გაგვხადა.

5. წინა ღამე სოჰოში

ბილეთის ყიდვა

საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც მისტიკითაა მოცული და ათწლეულების წინანდელი მკვლელობის შესახებ გვიამბობს, თქვენს დაბნევას ნამდვილად შეძლებს. გასული საუკუნის 60-იანი წლების მოვლენები, რომლებიც აწმყოსთანაა გადაჯაჭვული, სწორედ ის ფილმია, რომელიც დროს საინტერესოდ გაგვატარებინებს.

ზევით