2021 წელს, „ევროვიზიაზე“ იტალიური როკჯგუფის Måneskin-ის სრული ტრიუმფის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსს სწორედ იტალიის ქალაქი ტურინი მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის რიგით 66-ე კონკურსი გასულ ღამეს დაიწყო, პირველმა ნახევარფინალურმა შოუმ 10 კონკურსანტი გამოავლინა (შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები), რომლებიც გამარჯვებისთვის ფინალურ ეტაპზე იბრძოლებენ.
დღეს, „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალს მეტი ენთუზიაზმით ვხვდებით, რადგან სწორედ დღეს მე-5 ნომრად ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლების Circus Mircus-ის გამოსვლას ვიხილავთ. საქართველო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში წელს მე-14 იღებს მონაწილეობას, მუსიკალურ ჯგუფს კი მე-5-ედ წარადგენს.
2022 წლის „ევროვიზიის“ ნახევარფინალზე ქართველი წარმომადგენლები სიმღერით Lock Me In წარდგებიან, თუმცა მანამ სანამ მუსიკოსების გამოსვლას მილიონობით მაყურებელთან ერთად ვიხილავდეთ, მეტი შევიტყოთ Circus Mircus-ის შესახებ.
რა არის Circus Mircus?
Circus Mircus-ის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მათ ოფიციალურ Facebook გვერდზეც კი მუსიკოსების სახეები დაფარულია. ის რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია ის გახლავთ, რომ ჯგუფი სულ ოთხი წევრისგან შედგება და Circus Mircus 2020 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ რაც მისმა წევრებმა ადგილობრივი ცირკის აკადემია მიატოვეს.
„ჩვენ არ ვიყავით საკმარისად კარგები, ალბათ ყველაზე უარესები გუნდში, სწორედ ამიტომ დავმეგობრდით“ - Circus Mircus
ჯგუფის უცნობი წევრების ეტაპობრივად გაცნობა Circus Mircus-ის კონცეფციის ორიგინალური ნაწილი გახლდათ. კითხვაზე, თუ რა არის Circus Mircus, ჯგუფის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაგვცეს პასუხი: „ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს. მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში“.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.