ქალი საოცრება: გალ გადოტის გასაოცარი ცხოვრებისეული ფაქტები

მის ისრაელი, სამხერდო, მოდელი - თუ კი გალ გადოტის ცხოვრებისეული ფაქტების შესახებ ამ დრომდე არ გმსენიათ, მაშინ მოემზადეთ, ქალი საოცრება თქვენს გაოცებას ნამდვილად მოახერხებს, თუ კი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გალი დღეს 36 წლის გახდა (დიახ, არ მოგესმათ), მაშინ ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რაც მის შესახებ უნდა გაიგოთ.

ისრაელი

გალ გადოტი როშ-ჰაინში, ისრაელში გაიზარდა, ინჟინერი მამაისა და მასწავლებელი დედის ოჯახში. მართალია, გალის მამა ისრაელში დამკვიდრებული ოჯახი იყო, თუმცა დედის წინაპრები ამ ქვეყანაში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენის შემდეგ დასახლდნენ.

რთული დასაწყისი

გალ გადოტი შეძლებული ოჯახიდან არ იყო, თუმცა ყველაფერი მაინც ჰქონდა, რასაც კი მოისურვებდა, ამის მიუხედავად სკოლის ბოლო წლებში გალმა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა და პირველი სამსახურიც დაიწყო, რომელიც ბევრი ვარსკვლავის მსგავსად სწრაფი კვების ობიექტს Burger King-ს უკავშირდებოდა.

მის ისრაელი

ღვთაებრივი გარეგნობის გალმა 2004 წელს, სილამაზის კონკურსში - მის ისრაელში მიიღო მონაწილეობა და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ კი გეტყვით, რომ ნამდვილმა ქალმა საოცრებამ ეს ტიტული დაიმსახურა.

ჩემთვის ბევრი რამ უცხო იყო, ისინი ვახშამზე საღამოს კაბებს გვაცმევდნენ, მე არასოდეს მაცვია ვახშამზე საღამოს კაბა, მაკიაჟსაც კი იშვიათად ვატარებ

სამხედრო სამსახური

ისრაელში სავალდებული სამხედრო სამსახურია, ამიტომ 20 წლის ასაკში გალ გადოტიც ისრაელის თავდაცვის ძალებში ჩაირიცხა და ორი წლის განმავლობაში საბრძოლო მწვრთნელად მუშაობდა.

სწორედ სამხედრო სამსახურში მუშაობის დროს მომზადდა სტატია სახელწოდებით: ისრაელის თავდაცვის ძალებში მომუშავე ჯარისკაცები ყველაზე სექსუალურები არიან. ბუნებრივია, მის ისრაელმა ამ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და გალ გადოტს უმალვე დაუკავშირდნენ სამოდელო სააგენტოები თუ ქასთინგ დირექტორები.

სამოდელო კარიერა

გალ გადოტმა პირველი ნაბიჯები სამოდელო კარიერაში გადადგა, თავდაპირველად მის ისრაელი, ადგილობრივი ტანსაცმლის ბრენდის  Castro-ს სახე გახდა, მოგვიანებით კი მისი სახელი ისეთ ბრენდებს დაუკავშირდა, როგორებიცაა: Gucci, Jaguar, Captain Morgan და მრავალი სხვა.

მომავლის ხედვები

მიუხედავად არა ერთი შემოთავაზებისა, გალ გადოტს სხვაგვარი სამომავლო გეგმები ჰქონდა, ის საკუთარ მომავალს არც მოდის სამყაროს და მათ შორის არც კინოინდუსტრიას არ უკავშირებდა. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ გალი ისრაელის კოლეჯში ჩაირიცხა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა დაიწყო.

Wonder Woman

გალ გადოტმა ნელნელა კინოკარიერის მოწყობაც დაიწყო, მისი პირველი როლი ფილმ Fast and the Furious-ში გახლდათ, რასაც რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლებიც მოჰყვა, თუმცა 2013 წელს გალმა კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი - ქალი საოცრების როლი მოირგო ფილმში Batman v. Superman: Dawn of Justice, რასაც მალევე მოჰყვა სოლო ფილმი ქალ საოცრებაზე, გალის შესრულებით.

ოჯახი

გალ გადოტი ებრაელ ბიზნესმენ იარონ ვერსანოზეა დაქორწინებული, წყვილი 2008 წლიდან ხვდება ერთმანეთს, მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ და ამჟამად მესამე წევრსაც ელოდებიან.

ზევით