#მხატვრობა

„პირველი გაჩერება“ - გალერეა MAUDI ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს

გაზიარება:

„პირველი გაჩერება“ - ასე ეწოდება ჯგუფურ გამოფენას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცე MAUDI-ში მიმდინარეობს. ხუთი ახალგაზრდა ქალი ხელოვანის ნამუშევრები, მათი ფერწერული ტილოები და ჩანახატები გალერეაში 20 მაისამდე გამოიფინა და მნახველს ყოველ დღე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით მასპინძლობს.

გამოფენაში მონაწილე ხელოვანთა შორის არიან: ლიზა კვანტალიანი, გვანცა აგირბა, მარიამ გულედანი, თეო მასპი და თამა კვანტალიანი. ექსპოზიცია „პირველი გაჩერება“ ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების მნიშვნელოვან ნამუშევრებთან ერთად, ჩანახატების სერიებს გვაჩვენებს, რაც მნახველს დამწყები ხელოვანების სამუშაო პროცესში ჩახედვისა და ინტიმური კონტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა.

მხატვრული ძიების პროცესი თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია, სავსე თამაშით, განცდებით, შიშებით, ხალისით თუ სევდით.

ზევით