დღეს, 8 ოქტომბერს, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის დაბადების დღეს დიდი პატივით აღვნიშნავთ. ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც გაუსწრო დროს, თანამედროვეებს, რომელმაც მომავალში ცალი თვალით გაიხედა და ნანახი ესკიზებად შემოგვინახა, ბიჭი, რომელსაც ფრთები ზედმეტად ადრე დააჭრეს და ფენომენი, რომლის ამოხსნასაც დღემდე ვცდილობთ ჩვენს უდიდეს სიამაყედ ითვლება.
პეტრე ოცხელის ბიოგრაფიის მოყოლა რასაკვირველია მისი ბავშვობით უნდა დავიწყოთ, პეტრე 1907 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისში, კათოლიკების ოჯახში დაიბადა. სულ რაღაც 7 წლის გახლდათ პეტრე, როდესაც მისი ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, ბიჭმა ბავშვობის წლები რუსეთში გაატარა. მშობლები ძალებს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ პეტრეს კარგი განათლება მიეღო, თუმცა, როგორც მომავალში ირკვევა, განსაკუთრებულ გავლენას მასზე დედის ნავსაყუდელი - თეატრი ახდენდა.
პეტრე ხშირად დაჰყვებოდა დედას თეატრში, ლოჟაში საპატიო ადგილს იკავებდა და დიდი გულისყურით უსმენდა მის თვალწინ გადაშლილ ახალ სამყაროს და მის თითოეულ მოქმედ გმირს. ალბათ, სწორედ ბავშვობისდროინდელი მოგონებები და თეატრის მიმართ გაჩენილი დიდი სიყვარული გახდა იმის საბაბი, რომ წლების შემდეგ, პეტრემ, თავისი მოდერნისტული, ავანგარდული იდეები სწორედ თეატრს შეაფარა.
მფთოსანი მღებავი
პეტრე ოცხელი დამაარსებელია ქართული სცენოგრაფიული სკოლისა, რომელსაც მარჯანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. იგი კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, მიმდინარეობისა, რომელიც რევოლუციის შემდეგ ერთადერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც რუსეთმა მისცა მსოფლიოს - ქეთევან კინწურაშვილი
ცეცხლის გამჩაღებლები / ქაღალდი, აკვარელი, ფანქარი, ტუში – 15,6X22,2
1920 წელს პეტრე ოცხელი ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება, ამ პერიოდიდან ახალგაზრდა ბიჭი აქტიურად იწყებს საკუთარი ადგილის პოვნას მშობლიურ სახელოვნებო სამყაროში. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, პეტრემ, ოცნებების, დიდი ხნის ნაფიქრისა და წარმოდგენილის რეალიზება თეატრებში დაიწყო და მათ გაფორმებას შეუდგა.
წარმატება ახალგაზრდა პეტრეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდა, კარიერულ ტრამპლინს პეტრემ 1931 წელს მიაღწია, როდესაც კოტე მარჯანიშვილმა მოსკოვის კორშის თეატრში დადგა ჰენრიკ იბსენის „მშენებელი სოლნესი“, სპექტაკლის გასაფორმებლად კი ოცხელი მიიწვია. პეტრეს, მწვერვალები არც ამ ტრამპლინის შემდეგ დაჰკლებია ცხოვრებაში და თითოეულ მათგანს დიდი წარმატებით იპყრობდა.
1937 წელს, სახელმწიფოს ღალატის ცრუ ბრალდებით (და განა რეპრესიების დროს არსებობდა კი რეალური საფუძველი ბრალდებისთვის?) 30 წლის პეტრე ოცხელი დააკავეს და რამდენიმე თვეში დახვრიტეს ისე, რომ იმ ბიჭის საფლავის ადგილმდებარეობა, რომელმაც დროს გაუსწრო და რომელიც დღემდე აღგვაფრთოვანებს თავისი ინტელექტითა და ნიჭიერებით, დღემდე უცნობია ჩვენთვის.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.