#მოდა #კინო

A MAN AND A WOMAN - ბრედ პიტი და პენელოპა კრუზი შანელის ახალ სარეკლამო რგოლში

გაზიარება:

| თეო კარანაია |

ვირჯნია ვიარდის ხელმძღვანელობით, ფრანგულმა მოდის სახლმა 2024/2025 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია 5 მარტს წარადგინა. კოლექცია ფრანგული ზღვისპირა ქალაქის, დოვილის ინსპირაციით შეიქმნა. დოვილი სარბოლო კულტურითა და მიმზიდველი ბუნებით გამოირჩევა და კოკო შანელისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

დოვილი, ფრანგული კურორტი, შანელი, შანელის ფილმი, პენელოპა კრუზი, ბრედ პიტი

პარიზის მოდის კვირეული შანელის ჩვენებით დაიხურა, ხოლო უშუალოდ შოუ ბრეტ პიტისა და პენელოპა კრუზის მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიხსნა. ფილმის ავტორები კი Inez van Lamsweerde და Vinoodh Matadin არიან. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენელი რეჟისორის, კლოდ ლელოუშის ფილმის რიმეიქია.

,,ქალი და მამაკაცი“ ფრანგულ ზღვისპირა ქალაქში განვითარებულ სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება, მსახიობების სტილი კი შანელის მოდის სახლისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს. შანელის მიერ შექმნილ რიმეიქში ორი ოსკაროსანი მსახიობი, ცნობილი ფილმიდან ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს აცოცხლებენ. ინეზისა და ვინდუს რეჟისურით შექმნილ მოკლემეტრაჟიან ნამუშევარში, 60-იანი წლების დახვეწილობა და საერთო ესთეტიკა, შანელის მიმდინარე, მოდერნისტულ სტილთანაა შეზავებული.

ბრედ პიტი, პენელოპა კრუზი, შანელის ფილმი, შანელის ჩვენება

ჩვენების შემდგომ, ჟურნალ “ვოგთან” ინტერვიუში, პენელოპა კრუზმა გადაღების მიმდინარე პროცესსა და შემდგომ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების პროცესს თავად კლოდ ლელოუშიც ესწრებოდა. კრუზმა ისიც აღნიშნა, რომ ფილმი ,,ქალი და მამაკაცი“ ფრანგული ახალი ტალღის ფილმებს შორის, მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნამუშევარია, ლელოუში კი მისი ფავორიტი რეჟისორი.

ბრედ პიტი, შანელის ფილმი, პარიზის მოდის კვირეული, 2024

პენელოპა კრუზს შანელთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. მსახიობი არაერთხელ ყოფილა ბრენდის ბილბორდებზეც. ასევე, ის კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთი მუზა გახლდათ. ბრენდთან თანამშრომლობა არც ბრედ პიტისთვისაა ახალი ხილი. წარსულში ამერიკელი მსახიობი შანელი N5-ის სახეც იყო. თუმცა, ამ ორი ოსკაროსანი მსახიობის ეკრანზე ერთად გამოჩენა, პირველად სწორედ შანელის მოკლემეტრაჟიან ფილმში მოხდა.

ზევით