#კინო

პატი ლინი: „Friends-ის სცენარის წერა სულაც არ იყო საოცნებო სამსახური“

გაზიარება:

სიტკომის დიდების ან სულაც ნებისმიერ პერიოდში, Friends-ის შემოქმედებითი გუნდის წევრობა, სერიალის გულშემატკივრისთვის, შესაძლებელია საოცნებო სამსახურად მოგვჩვენებოდა, თუმცა როგორც ცნობილი ამერიკელი სცენარების ავტორი პატი ლინი ამხელს, ეს ასე სულაც არ იყო. 

„ჩემი იმედგაცრუება [ბიზნესით] დაიწყო ჩემი პირველი სამუშაოს დროს, მაგრამ მომენტალურად შეჩერდა და პოზიტიურ გამოცდილებად იქცა, მაშინ, როდესაც Freaks and Geeks-ში ვმუშაობდი“, წერს ლინი მემუარებში (End Credits: How I Broke Up with Hollywood), რომელიც დღის შუქს მალევე იხილავს, „მერე მოვიდნენ მეგობრები“

მემუარებში ლინი გვიამბობს თავისი ტელემწერლობის კარიერის აღმავლობისა და ვარდნის პერიოდზე და ხაზგასმით აღნიშნავს იმასა, რომ ყველასათვის საყვარელ სიტკომში Friends-ში მუშაობა 2000-დან 2001 წლამდე, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა იყო. პატი იხსენებს, რომ სანამ სიტკომის მე-7 სეზონში აღფრთოვანებული იყო ჯენიფერ ენისტონთან, კორტნი კოქსთან, ლიზა კუდროუსთან, მეთიუ პერისთან, დევიდ შვიმერთან და მეთ ლებლანთან მუშაობით, მისი მოლოდინები და რეალობა მალევე ერთმანეთს რადიკალურად ასცდა.

„დიდი ვარსკვლავების ახლოდან ნახვის შესაძლებლობამ სწრაფად გააქარწყლა, როგორც ჩემი მონდომება, ასევე მოლოდინები საუზმეზე“ - იხსენებს ლინი მემუარებში და აღნიშნავს, რომ სცენარის კითხვის დღეები მაგიდის გარშემო და თანმხლები უფასო საუზმე მარტივად იქცა მწარე გამოცდილებად მისთვის. „მსახიობები დაღლილები და უკმაყოფილონი ჩანდნენ იმ ფაქტით, რომ ამ ძველ შოუში თავიანთ პერსონაჟებს მიეჯაჭვნენ, ვგრძნობდი, რომ ისინი ყოველთვის ელოდნენ როგორ მოერგებოდა მათ ახალი სცენარი“.

2004 წელს, Friends-ის გამოსამშვიდობებელ ეპიზოდში, ჯენიფერ ენისტონმა განაცხადა, რომ ის სიტკომის მე-10 სეზონისთვის დაბრუნებას არ გეგმავდა: „ყველაფრის დასრულებას მაშინ ვგეგმავდი, როდესაც მაყურებელს ჯერ კიდევ ძალიან ვუყვარდით და ჩვენ მწვერვალზე ვიყავით, არ მასვენებდა იმაზე ფიქრი კიდევ რა დოზით იყო რეიჩელი ჩემში დარჩენილი“.

მემუარში პატი ლინი იხსენებს, რომ Friends-ში მუშაობის პერიოდში ხშირად აწუხებდა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მისი და მისი კოლეგების ხუმრობები იჭრებოდა სცენარიდან, რადგან მსახიობები მათ სათანადოდ მხიარულად არ მიიჩნევდნენ. „მათ, ყველამ იცოდნენ როგორ უნდა გამოეწვიათ სიცილი, მაგრამ ხშირად სპეციალურად აყოვნებდნენ ხუმრობას, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ მას ხელახლა დავწერდით“ ამტკიცებს ლინი.

„ყველანი მონიკას და ჩენდლერის ბინაში იკრიბებოდნენ და სცენარს განიხილავდნენ. ეს იყო მსახიობებისთვის პირველი შესაძლებლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები... მათ იშვიათად ჰქონდათ რაიმე პოზიტიური სათქმელი და როდესაც პრობლემაზე საუბრობდნენ, არასდროს გვთავაზობდნენ ამ პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზებს. საკუთარ თავებს თავიანთი გმირების მცველებად ხედავდნენ და ხშირად ამტკიცებდნენ, რომ არასდროს იტყოდნენ ან გააკეთებდნენ რაიმე მსგავსს. ზოგჯერ ეს გვეხმარებოდა, მაგრამ მთლიანობაში, ამ სესიებს ჰქონდა საშინელი, აგრესიული ხასიათი, რომელსაც აკლდა ის სილაღე, რასაც სიტკომის შექმნისგან მოელი“.

ცნობილი სცენარების ავტორი Friends-ში გატარებულ ორ წელიწადს ადარებს მსოფლიო ოლიმპიადაზე გასვლას მაშინ, როდესაც სრიალი ეს ესაა ისწავლე. სიტკომით უდიდეს იმედგაცრუებას ლინი იმითაც ხსნის, რომ როდესაც ის Friends შეუერთდა, სერიალი უკვე მე-7 სეზონზე მუშაობდა.

ზევით