#კინო

„ოსკარის“ 96-ე ცერემონიის ნომინანტები დასახელდნენ: 13 ნომინაციით Oppenheimer ლიდერობს

გაზიარება:

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 96-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა. ნომინანტთა შორის ლიდერობს კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer, რომელმაც ჯამში 13 ნომინაციის მოპოვება შეძლო, მას მოჰყვება იორგოს ლანთიმოსის Poor Things 11 ნომინაციით და მარტის სკორსეზეს ისტორიული კრიმინალური დრამა Killers of the Flower Moon, ჯამში 10 ნომინაციით.

Oppenheimer

2024 წლის „ოსკარის“ ნომინაციების ფავორიტი ეკრანიზაციები: Oppenheimer და Killers of the Flower Moon, ორივე ამერიკის უახლოესი წარსულის მტკივნეულ თავს შეეხება და შავ-ბნელი ისტორით, განსაკუთრებულ რეზონანსს იწვევს მაყურებელში, რითაც ნომინაციების სიუხვე მარტივად აიხსნება. რაც შეეხება ბერძენი კინორეჟისორის Poor Things-ს, იორგოს ლანთიმოსი, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი რეჟისორი, იმთავითვე ყურადღების ცენტრშია, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი ეკრანიზაციის გენიალურობაზე.

 Poor Things

გასული წლის box office-ის ჰიტმა, გრეტა გერვიგის Barbie-მ „ოსკარის“ დაჯილდოებაზე 8 ნომინაცია მოაგროვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბარბენჰაიმერი“ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იმ ყურადღებას იმსახურებს, რომელიც გამოსვლის დღიდან სოციალურ მედიაში ჰქონდა. კრისტოფერ ნოლანისა და გრეტა გერვიგის ძალების გაერთიანებით, ჯამში 21 ნომინაციას ვიღებთ.

Barbie

„ოსკარის“, რიგით 96-ე ცერემონიის მთავარი პრიზისთვის: საუკეთესო ფილმისთვის, ერთმანეთს 10 ეკრანიზაცია დაუპირისპირდება, მათ შორის: American Fiction, Anatomy of a Fall, Barbie, The Holdovers, Killers of the Flower Moon, Maestro, Oppenheimer, Past Lives, Poor Things და The Zone of Interest.

Killers of the Flower Moon

2024 წლის „ოსკარის“ ნომინაციების გამოცხადებასთან ერთად, ცნობილი გახდა ისიც, რომ 81 წლის კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ახალი ისტორია დაწერა. ლეგენდარული რეჟისორი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც ოდესმე დასახელებულა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. წელს, სკორსეზე საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ჟიუსტინ ტრიეს, კრისტოფერ ნოლანს, იორგოს ლანთიმოსს და ჯონათან გლეიზერს უპირისპირდება.

გაეცანით „ოსკარის“ 96-ე ცერემონიის მთავარი კატეგორიების ნომინანტებს სრულად:

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

ბრედლი კუპერი, Maestro

კოლმან დომინგო, Rustin

პოლ ჯიამატი, The Holdovers

კილიან მერფი, Oppenheimer

ჯეფრი რაითი, American Fiction

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

ანეტ ბენინგი, Nyad

ლილი გლედსტოუნი, Killers of the Flower Moon

სანდრა ჰიულერი, Anatomy of a Fall

კერი მალიგანი, Maestro

ემა სტოუნი, Poor Things

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

სტერლინ კ. ბრაუნი, American Fiction

რობერტ დე ნირო, Killers of the Flower Moon

რობერტ დაუნი ჯუნიორი, Oppenheimer

რაიან გოსლინგი, Barbie

მარკ რაფალო, Poor Things

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

ემლი ბლანტი, Oppenheimer

დენიელ ბრუქსი, The Color Purple

ამერიკა ფერარა, Barbie

ჯოდი ფოსტერი, Nyad

დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

American Fiction

Barbie

Oppenheimer

Poor Things

The Zone of Interest

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

The Boy and the Heron

Elemental

Nimona

Robot Dreams

Spider-Man: Across the Spider-Verse

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Io Capitano, იტალია

Perfect Days, იაპონია

Society of the Snow, ესპანეთი

The Teachers' Lounge, გერმანია

The Zone of Interest, დიდი ბრიტანეთი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anatomy of a Fall

The Holdovers

Maestro

May December

Past Lives

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

American Fiction

Barbie

Oppenheimer

Poor Things

The Zone of Interest

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი

Barbie

Killers of the Flower Moon

Napoleon

Oppenheimer

Poor Things

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

The Creator

Godzilla Minus One

Guardians of the Galaxy Vol. 3

Indiana Jones and the Dial of Destiny

Mission: Impossible – Dead Reckoning Part One

Napoleon

Poor Things

Rebel Moon – Part One: A Child of Fire

Society of the Snow

Spider-Man: Across the Spider-Verse

ზევით