#მხატვრობა

კლიმტი, მუნკი, დიურერი: ვენის ალბერტინას მუზეუმმა 150 000 ციფრული ნამუშევარი გაგვიზიარა

გაზიარება:

ვენის როლი ევროპული კულტურის განვითარების პროცესში ფასდაუდებელია, შესაძლოა მისი კულტურული დაწესებულების სახელები არ ჟღერდეს ისე ცნობილად, როგორც უფიზის გალერეა, ლუვრი ან პრადო, თუმცა ვენის მუზეუმები და სამხატვრო გალერეები იმაზე მეტს იტევენ და იმაზე მეტსაც გასცემენ ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. 

ცოტა ხნის წინ, ვენის ალბერტინას მუზეუმმა საჯარო დომენში გამოაქვეყნა თავისი 150000 ციფრული ნამუშევარი, რომელთა დათვალიერება შეგიძლიათ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დიურერის, კლიმტის, მუნკის და სხვა ევროპელი ლეგენდარული ხელოვანების შემოქმედებით დაინტერესებული პირები განსაკუთრებით დააფასებენ ალბერტინას ონლაინ შეთავაზებებს. როგორც დაწესებულება, რომელიც ცნობილია თავისი დიდი ბეჭდვითი ოთახითა და ნახატების კოლექციებით, მუზეუმმა ხელმისაწვდომი გახადა უამრავი ჩანახატი და კვლევა, რომელთაგან ზოგიერთი ნათლად ასახავს იმ საკულტო ნამუშევრებს, რომლებსაც დღეს ყველა ვიცნობთ.

კოლექციაში ჩანახატებთან ერთად შესულია სრული ნამუშევრებიც, რომლებიც საძიებო ველიდან შეგიძლიათ იპოვოთ, გაადიდოთ და გადმოტვირთოთ კიდეც. ევროპული ხელოვნების აღმოსაჩენად ვენაზე შესაფერის ადგილს ვერ იპოვით, ამ არქივის მეშვეობით დედამიწის ნებისმიერ კუთხეში შესაძლებელი გახდა ხელოვნების ცნობილი ნიმუშების ონლაინ დათვალიერება.

ზევით