#სპორტი

კარიერაში პირველად - ეკატერინე გორგოძე Roland Garros-ის ძირითად ბადეში ითამაშებს

გაზიარება:

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საკუთარ კარიერაში ახალ ისტორიას წერს, ჩოგბურთელმა ბოლო 3 მატჩში ზედიზედ მოიპოვა გამარჯვება და კარიერაში პირველად, საფრანგეთის ღია პირველობის ბადეში მოხვდა. ეკატერინე გორგოძემ გადამწყვეტი შეხვედრა ესპანელ ნურია პარიზა დიასთან გამართა, შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა, რიგით 165-ე ჩოგანს ორ სეტში 6:3, 6;4 სძლია.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ საკვალიფიკაციო ბადის სასტარტო რაუნდში 28-ე ნომრად განთესილ მექსიკელ რენატა ზარაზუას 6:2, 4:6, 6:4 მოუგო, შემდეგ კი, ბულგარელი ელიცა კოსტოვა 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა.

ეკატერინე გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე, ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როდესაც საკვალიფიკაციო მატჩის ყველა მატჩი დასრულდება.

ზევით