#კულტურა #მუსიკა

თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

გაზიარება:

ივლისი მუსიკისმოყვარულთა ნანატრი ღონისძიებით დაიწყება - თბილისის, რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6 ივლისს დაიწყება და 3-დღიან მუსიკალურ თავგადასავალში გადაიზრდება.

წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად. 

3-დღიანი ჯაზფესტივალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმში გაიმართება, სწორედ ამ ლოკაციაზე, 6 ივლისს 24-ე ჯაზ ფესტივალს ანტონიო სანჩესის კვარტეტი გახსნის.

ჯაზფესტივალის მეორე დღე, 7 ივლისი, ბრენფორდ მარსალის დაეთმობა.

ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება. კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია - არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

ზევით