#კულტურა #ცნობილები #კინო

House of the Dragon: გაიცანით ტარგარიანების ახალი თაობა

გაზიარება:

ყველა დროის ყველაზე ეპიკური სერიალის Game of Thrones-ის პირველი სერიის გამოსვლიდან 10 წელი შესრულდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით HBO-მ როგორც იქნა დაადასტურა ინფორმაცია, რომ GOT-ის პრიქველზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

House of the Dragon - სათაურიდანაც მარტივი მისახვედრია, რომ პრიქველის ისტორია ტარგარიანების დინასტიის შესახებ მოგვითხრობს და ამ გვარის ყველაზე ძლევამოსილ პერიოდს წარმოგვიდგენს, რომელიც გმირებითა და ანტაგონისტებით იქნება სავსე. რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს დინასტიის მთავარი სიმბოლო და მამოძრავებელი ძალა - დრაკონები.

HBO-მ 26 აპრილს გაგვიმხილა, რომ House of the Dragon-ის გადაღებები უკვე დაიწყო, ახლა კი ახალი გრანდიოზული სერიალის პირველი კადრებიც შემოგვთავაზა, რომელშიც ცნობილი მსახიობების ემა დარსის, მეთ სმიტის, სტივ ტრუსანტის, ოლივია კუკისა და რის იფანსის ამოცნობაა შესაძლებელი.

თუ კი ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, მაშინ House of the Dragon-ის დებიუტი 2022 წელს უნდა შედგეს. პრიქველის სიუჟეტი ჯორჯ მარტინის ბესტსელერად ქცეული წიგნების სერიის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ კი 2018 წელს გამოსულ Fire & Blood-ს მიჰყვება. წიგნი დეტალურად მოგვითხრობს ტარგარიანების ისტორიას, მათი ბატონობის წლების დიდებასა და ეპოქალურ დაცემას.

ზევით