ფოტომატიანე - სვეტიცხოველი საუკუნეების წინ

გაზიარება:

30 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, მცხეთობის დღესასწაულიც აღადგინა. 14 ოქტომბერი მთელ საქართველოში დასვენების დღედაა გამოცხადებული, ამ დღეს მართმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას საქართველოს მთავარ საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.

XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - სვეტიცხოველის - ისტორია საუკუნეებით ადრე, IV საუკუნეში იწყება, როდესაც გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ პირველი ხის ეკლესია ააშენა, მართალია ეს ეკლესია მალევე განადგურდა, თუმცა V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ამ ადგილას ბაზილიკა აშენდა, რომელიც უკვე მოგვიანებით ტაძრით ჩაანაცვლეს.

როგორი იყო საუკუნეების წინანდელი სვეტიცხოველი და მცხეთის ქუჩები და როგორ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს მაცხოვრებლები ამ ფაქტების შესახებ ფოტოარქივი საქართველოს ეროვნულ გალერიაში ინახება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი უახლოეს მომავალში სვეტიცხოველში ექსპედიციას გეგმავს, რის შემდეგაც აქამდე არსებული მდიდარი საარქივო დოკუმენტები ახალი ვიზუალური მასალით შეივსება.

სვეტიცხოველი, მცხეთობა, ფოტო დ. ერმაკოვი
მცხეთისა და სვეტიცხოვლის ერთ-ერთი უძველესი ფოტო. გადაღებულია 1858 წლის აგვისტოში. ფოტოგრაფი: ალექსანდრე ივანიცკი.
საქართველოს სამხედრო გზა. მცხეთა, ტაძარი. ფოტო: დ, ერმაკოვი
მცხეთა, კათედრალური ტაძარი და შორს ჯვრის ტაძარი. ფოტო: დ. ერმაკოვი
სვეტიცხოველი, კვართი. ფოტო: დ. ერმაკოვი
სვეტიცხოველი, კანკელი. ფოტო: დ. ერმაკოვი
სვეტიცხოვლის დეტალი დასავლეთი მხრიდან
სვეტიცხოველი, სამეფო საბრძანებელი

 

 

 

ზევით