#მუსიკა

დისკო სცენის პიონერი Cerrone ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება

გაზიარება:

30 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, Golden Globe-სა და  US Awards-ის საპატიო ჯილდოები, The Broadway Theatre-ში გაჟღერებული მუსიკა, მილიონობით თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში -  დისკო სცენის პიონერი Cerrone თბილისში კონცერტს გამართავს.

ფრანგი დისკო დრამერი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მუსიკის შემოქმედი Cerrone, ქართველი მსმენელის წინაშე, 9 ივლისს. ახალ ლოკაციაზე - Monkey Kus Tba-ზე გამოჩნდება და მუსიკალური საღამოს მთავარ ჰედლაინერად მოგვევლინება.

მუსიკალური ფესტივალების მუხტს, განწყობასა და შემართებას მონატრებული მსმენელის წინაშე 9 ივლისს არა მხოლოდ ფენომენალური არტისტი, არამედ ადგილობრივი მუსიკოსებიც წარდგებიან.

მათ შორის დიჯეი Zurkin - VODKAST RECORDS-ის დამაარსებელი და ქართულ მუსიკალურ სამყაროში ცნობილი, როგორც სხვადასხვა სტილის მიქსის მოყვარული და Tobako Tween-ის სასცენო სახელით ცნობილი ერეკლე თაბუკაშვილი, რომელიც ინდუსტრიას 7 წლის წინ შეუერთდა და მას შემდეგ მუსიკის მოპოვებაში, ჩაწერასა და შესრულებაში ჰპოვებს ბედნიერებას.

ზევით