ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყო. რას თუ არა ამ დღეს, შეგვიძლია ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ვუწოდოთ. ფრანგებმა არნახული სანახაობა შემოგვთავაზეს, რომელზე საუბარს კიდევ დიდი ხანი გავაგრძელებთ. ოლიმპიადა სელინ დიონისა და ლედი გაგას სიმღერის ფონზე გაიხსნა. რა გასაკვირია, რომ შოუს მთავარ ვარსკვლავებს ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლის, დიორის მიერ შექმნილი სამოსი ამშვენებდათ.
LADY GAGA
ლედი გაგას ღონისძიების პირველი ნაწილის გახსნა ხვდა წილად. სენის სცენა მომღერალმა ნამდვილ ფრანგულ კაბარედ გადააქცია.
გაგამ ფრანგი მოცეკვავის, მომღერლისა და მსახიობის, ზიზი ჟანმერის "Mon Truc en Plumes" შეასრულა. ქორეოგრაფმა როლანდ პეტიტმა 1955 წელს მუსიკალური კომედიისთვის ცეკვა დადგა, კომედია 1961 წელს პარიზშიც ითამაშეს, სადაც ზიზის სწორედ ეს სიმღერა შესრულდა. პეტიტისა და ავანგარდის სხვა წარმომადგენლების კრისტიან დიორთან თანამშრომლობა თუ მეგობრობა ცნობილი ამბავი იყო. ამიტომაც ლედი გაგას სამოსზე სამუშაოდ დიორის სახლის შერჩევა, იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა. შედეგმაც გაამართლა.
ლუქი მარია გრაცია კიურის დიზაინით შეიქმნა. ლედი გაგას შავი ატლასის კორსეტი და Cadolle-ის საცვალი ეცვა. ზემოდან მოკლე ქურთუკი და ლუქის მთავარი ნაწილი - ბუმბულებიანი (ბუმბულების ცვენის პერიოდში შეგროვებული) ქვედაბოლო ემოსა.
ხელებზე შავი გრძელი ხელთათმანები ეკეთა და ბუმბულის თავსაბურავიც ეხურა. ლედი გაგას ჩაცმულობის დრამატულად ჩვენება ძალიან უყვარს, გუშინდელი პერფორმანსიც არ იყო გამონაკლისი.
MADAME CELINE DIO(R)N
სელინ დიონი სცენას ედიტ პიაფის საკულტო სიმღერით დაუბრუნდა. მომღერალი 2021 წლის შემდეგ სცენაზე არ გვიხილავს, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მსოფლიოს ტურის გაუქმებაც მოუწია.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ეიფელის კოშკიდან დიონმა აბრეშუმის გორჟეტის თეთრ კაბაში გამოწყობილმა L’Hymne à l'amour შეასრულა. სცენაზე მოფრიალე კაბა მბრწყინავი მძივებითა და სეკინებით იყო მორთული. დიორის ატელიეში კაბა ათასი საათის განმავლობაში ხელით იქმნებოდა. სელინ დიონის კაბის დიზაინიც მარია კიურის ეკუთვნის. დიონთან ერთად სცენაზე კომპოზიტორი და დირიჟორი სკოტ პრაისიც გამოჩნდა, რომელსაც დიორის სახლის დიზაინერის, კიმ ჯონსის მიერ შექმნილი შავი სმოკინგი ემოსა.
აია კოკო დანიოკო acca AYA NAKAMURA
ფრანგი-მალელი მომღერლის, აია ნაკამურას ჩაცმულობაზეც დიორის სახლმა იზრუნა. აია სცენაზე მოკლე, ასიმეტრიულ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. სამოსზე ოქროსფერი ბუმბულები კი მარია კიურის შექმნილ მაღალი მოდის კოლექციას ეხმიანებოდა. ნაკამურამ Pont des Arts-ზე თავისი ჰიტების მიქსი შეასრულა.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეცო-სოპრანო აქსელ სენტ-სირელი, რომელმაც საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი იმღერა. საფრანგეთის დროშის ინსპირაციით შექმნილი კაბაც დიორის ხელწერა გახლდათ. დიორი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პრემიუმ პარტნიორია.
JULIETTE ARMANET
ფრანგი მომღერლის, ჟულიეტ არმანეს სამოსიც მარია კიურის შემოქმედებაში ჩაიწერა. ჟულიეტმა ჯონ ლენონის სიმღერა "Imagine" პირდაპირ მდინარე სენადან შეასრულა. მას ტყავის შავი ორეული ემოსა. სამოსზე მარია გრაცია კიურიმ ფრანგ დიზაინერ კლარა დაგინთან ერთად იმუშავა. ჟულიეტმა სცენა პიანისტ სოფიან პამარტთან გაინაწილა და საოცარი შესრულება შემოგვთავაზა.
„ცხოველების ფერმა“ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო თუ კი გინდა თვალებში ჩახედო მმართველობის ყველაზე საშიშ ფორმას და ამოიცნო იგი შენივე ქვეყანაში. ნაწარმოების ყველა წინადადება ალეგორიულად ეხმიანება ჩვენს რეალობას, აწმყოსა თუ წარსულს, ამიტომ უკეთესი მომავლისთვის იცნობდეთ და გიყვარდეთ ჯორჯ ორუელი.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.