ლოს-ანჯელესში 2024 წლის Academy Museum გალაზე ჰოლივუდის ყველაზე მოდური და ვარსკვლავური ადამიანები კინოხელოვნების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. საკულტო მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ფონდის მისია აკისრია. კინემატოგრაფიის მუზეუმში გამართული საღამო წელს პოლ მესკალს, რიტა მონეროსა და კვენტინ ტარანტინოს მიეძღვნა. სამუზეუმო გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდასაჭერად 11 მილიონი დოლარიც შეგროვდა. კვენტინ ტარანტინომ კი, მუზეუმს ფილმის "მაკულატურა" სცენარის პირველი ხელნაწერი გადასცა.
კვენტინ ტარანტინო, ჯონ ტრავოლტა და უმა თურმანი. ფოტო: Getty Images
კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. მსახიობები, რეჟისორები თუ ჰოლივუდის გამორჩეული ფიგურები ავანგარდულ, გლამურულ, სადა და ელეგანტურ სამოსში გამოჩნდნენ. მოდით, გადავავლოთ თვალი ვარსკვლავების საუკეთესო ლუქებს.
სელენა გომესი გალაზე Alaïa-ს მუქი ლურჯი კაბით გამოჩნდა. კაბას შავი, ტყავის დეკოლტე ამშვენებდა. სამოსს სელენამ Tiffany & Co-ს ვერცხლის სამაჯური და საყურეები შეუხამა.
კენდალი Schiaparelli-ს უახლესი კოლექციის კაბით გამოჩნდა.
სუპერმოდელი კაია გერბერიGivenchy-ს 1997 წლის საშემოდგომო კოლექციის კაბაში გამორჩეულად ელეგანტური იყო. 1997 წელს ალექსანდრ მაკ-ქუინის მიერ შექმნილი კაბა ოდრი ჰეპბერნის საკულტო კაბის გოტიკური, მუქი ვერსიაა.
ფოტოები: CBS Photo Archive/Getty Images
ამერიკელი რეპერი და მსახიობი ჯეიდენ სმიტი ლუი ვიტონის შარვალ-კოსტიუმში გამოჩნდა.
წლევანდელი გალას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მსახიობი პოლ მესკალი გუჩის შავი, კლასიკური ლუქით წარსდგა.
საქართველო 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ახლად დაარსებულმა „საქართველოს წიგნის ასოციაციამ“ ქართველი გამომცემლები ერთ კოლექტიურ სტენდზე გააერთიანა, რომლის მთავარი თემა პოლიტპატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვას ეძღვნება.
შილდაში დაფუძნებული მეღვინეობა საუკუნოვან ტრადიციას უკვე თანამედროვე მოდასთან აერთიანებს. Chelti Winery ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
Sombr – 20 წლის ნიუ-იორკელი მუსიკოსი, რომელიც თავისი უნიკალური ჟღერადობითა და გულწრფელი ემოციებით ინდიროკისა და პოპის სცენაზე სახელს იხვეჭს. გაიცანით ვინ არის მუსიკალური სამყაროს ახალი სახე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტად ითვლება.