#მოდა

პარიზის მაღალი მოდის კვირეული

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

მოდის დედაქალში, პარიზში 24 ივნისიდან 27 ივლისის ჩათვლით, მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა მაღალი მოდის კოლექციები წარადგინეს. Paris Haute Couture Week-ს, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება, ცნობილი მოდის სახლები მოუთმენლად ელიან. იმისთვის, რომ მოდის სახლმა მონაწილეობა მიიღოს პარიზის მაღალი მოდურის კვირეულში, მას "Fédération de la Haute Couture et de la Mode"-ს მიერ უნდა მიენიჭოს პრესტიჟული წოდება "Haute couture". მოდის სფეროში ეს უმაღლესი წოდებაა და გააჩნია კონკრეტული კრიტერიუმები და პასუხისმგებლობები.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან Armani-ის ჩვენებას გამოვყოფდით, რომელსაც ჯერ კიდევ 89 წლის ჯორჯო არმანი ხელმძღვანელობს. იტალიურმა ბრენდმა პარიზში მარგალიტების ნამდვილი წვიმა მოიყვანა. მარგალიტები ისტორიულად და სპირიტულად მთვარესთან, წყალთან, სიწმინდესთან, სიყვარულსა და სიბრძნესთან ასოცირდება. Giorgio Armani Privé-ს 2024 წლის შემოდგომის მაღალი მოდის კოლექციაში ჭარბობდა ფემინური და დახვეწილი ფორმების სამოსი.

armani

პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან Armani-ის ჩვენებას გამოვყოფდით, რომელსაც ჯერ კიდევ 89 წლის ჯორჯო არმანი ხელძღვანელობს. იტალიურმა ბრენდმა პარიზში მარგალიტების ნამდვილი წვიმა მოიყვანა. მარგალიტები ისტორიულად და სპირიტუალურად მთვარესთან, წყალთან, სიწმინდესთან, სიყვარულსა და სიბრძნესთან ასოცირდება. Giorgio Armani Privé-ს 2024 წლის შემოდგომის მაღალი მოდის კოლექციაში ჭარბობდა ფემინური და დახვეწილი ფორმების სამოსი. იტალიური მოდის სახლის კოლექციის ჩვენების დასასრულს, რომელიც 89 ლუქისგან შედგებოდა (ჯორჯო არმანის ასაკის შესაბამისად), თავად მაესტრო გამოვიდა პოდიუმზე. 

Armani

კვირეულზე გამორჩეული კოლექციები ასევე Dior-ის, Chanel-ის, Schiaparelli-სა და Balenciaga-ს მოდის სახლებს ჰქონდათ. მარია გრაცია კიურიმ ე.წ. ბერძნული კაბები წარადგინა. ინსპირაცია დიზაინერმა ოლიმპიური თამაშებიდან აიღო. შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს ოფიციალურად პარიზში აიღებს სტარტს. 

armani

armani

ორშაბათის ცხელ დილას, პარიზში Schiaparelli-ს კრეატიულმა დირექტორმა დანიელ როზბერიმ, 2024 წლის შემოდგომის კოლექცია, სასტუმრო Salomon de Rothschild-ში წარადგინა. კოლექციას იდუმალი, მომხიბლავი, ფემინური ელფერი დასდევდა. ჩვენებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ კაილი ჯენერი და დოჯა ქეთი. 

schiaparelli

კოლექციის გამორჩეული ლუქი ვერცხლისფერი ფრთებით მორთული კაბა იყო. ჩვენებაზე დრამატული, ელეგანტური და უნიკალური დიზაინი ჭარბობდა, რაც Schiaparelli-ს განუმეორებელი ბუნების დამადასტურებელი ნიშანია. 

schiaparelli

ტერმინი "დემნაიზმი" უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა. დემნას ხელწერა ბალენსიაგას კოლექციას კარგად ეტყობოდა და პარიზში შეკრებილი საზოგადოება, ქართველმა დიზაინერმა კვლავ გაოცებული დატოვა. ბრენდის კოლექცია ტრადიციულად მოდის სახლის სალონში, George Avenue-ზე გაიმართა. სტუმრებმა მშვიდი სიმღერის ფონზე, კონტრასტული და ინტენსიური ვიზუალებით დატვირთული კოლექციით ისიამოვნეს.

balenciaga, demna, gvalasia, დემნა გავსალია, ბალენსიაგა

კოლექციაში ტრადიციულად Oversize სამოსი, სპორტული მაისურები, პერანგები, ჯინსის პიჯაკები, თუმცა ამ ჯერზე ეს ყველაფერი ოტ კუტურის სტილში. კოლექციის ინსპირაცია კი ალბათ ქუჩის სტილი, გოთი, ქუჩის სპორტის კულტურაა. ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინი 47 მეტრიანი ალუმინის ფოლგისგან შექმნილი, საქორწინო კაბა იყო, რომლის დაშლას მხოლოდ 30 წამი სჭირდებოდა. დღის Highlight-ებშია ყალბი ბეწვის კაბა, ველვეტის კაბა ბალენსიაგას ვინტაჟური ყელსაბამით, ხელოვნური თმისგან შექმნილი ქურთუკი. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

პარიზის მოდის კვირეულზე, როგორც ყოველთვის, Chanel-ის კოლექცია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 2024 წლის მაღალი მოდის ჩვენება Palais Garnier-ში გაიმართა. ეს უფრო სპექტაკლი იყო, ვიდრე მოდის ჩვენება. კოლექცია ოპერისა და ბალეტის ესთეტიკას ეხმაურებოდა და ხაზს უსვამდა Chanel-ისა და ფრანგული ხელოვნების მჭიდრო კავშირს. კოლექციის ფერების პალიტრაში კი შავი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი ტონები ჭარბობდა. 

chanel

Chanel

Jean Paul Gaultier პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ბელგიელმა დიზაინერმა, ნიკოლას დი ფელიჩემ წარადგინა. მისი კოლექცია თანამედროვე მინიმალიზმისა და გოტიეს მემკვიდრეობის მიქსია. კულისებში დიზაინერმა აღნიშნა, რომ გოტიე მისი კუმირია, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა და მას, როგორც ახალგაზრდა დიზაინერს და ქვიარს, შთააგონებდა. 

Jean Paul Gaultie

27 ივნისს კვირეულზე კოლექცია დიზაინერმა, მოჰამედ აშიმ წარადგინა. Ashi Studio პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე 2023 წელს წარსდგა და ისტორიაშიც შევიდა, როგორც პირველი  არაბული ბრენდი მსგავსი დონის კვირეულზე. მოდის სახლი ცნობილი გეომეტრიული დიზაინითა და არქიტექტურული ესთეტიკით გახდა. პარიზის ამჟამინდელ კვირეულზე Ashi Studio-მ ავანგარდული და დახვეწილი დიზაინი შემოგვთავაზა.

დაათვალიერეთ საუკეთესო ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეულიდან:

ზევით