სულ რამდენიმე საათში, ლივერპულში, 2023 წლის „ევროვიზიის“, რიგით მეორე ნახევარფინალი დაიწყება, დღეს, მე-11 ნომრად ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარმომადგენელს, ირუ ხეჩანოვს ვიხილავთ, რომელიც საავტორო სიმღერას Echo-ს შეასრულებს.
ევროპის დროით 22:20 საათზე, ხმის მიცემა ოფიციალურად გახდება შესაძლებელი, საქართველოდან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა სამწუხაროდ შეუძლებელია, სამაგიეროდ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ ირუს დახმარება. 16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემის პროცესიც დაიწყება, დღეს, ირუს დახმარებას ზარისა თუ მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით შეძლებენ მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მეორე ნახევარფინალში მონაწილეობენ.
ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, ბელგია, დანია, ესტონეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, ლიეტვუა, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა და კვიპროსი.
ხოლო იმ ქვეყნებიდან, თუკი იმ ქვეყანაში იმყოფებით, რომელიც დღევანდელ ნახევარფინალში არ იღებს მონაწილეობას, ხმის მიცემას საიტზე www.eurovision.tv შეძლებთ.
რიგით 67-ე კონკურსისთვის შერჩეული სიმღერა, სახელწოდებით Echo გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტის ავტორები კი თავად ირუ ხეჩანოვი და ბენდი ქადაგიძე არიან. მუსიკალური კლიპისთვის კრედიტები ზაზა ორაშვილს ეკუთვნის, ქორეოგრაფიისთვის გიორგი ტორაშვილს, კოსტიუმების დიზაინისთვის კი შაკო პოპიაშვილსა და მარიცა კურტუბაძეს.
ირუ ხეჩანოვმა „ევროვიზიის“ საგზური, მუსიკალურ კონკურს „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს, ჯგუფ „ქენდისთან“ ერთად, ირუმ, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი ადგილი და დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.
2023 წლის „ევროვიზიის“, რიგით 67-ე სიმღერის კონკურსს დიდი ბრიტანეთი, კერძოდ კი ლივერპული 9, 11 და 13 მაისს მასპინძლობს.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.