დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

გასულ წელს, ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ფილმით „დასაწყისი“ სან სებასტიანის კინოფესტივალს ესტუმრა და ნამდვილი ტრიუმფიც მოახდინა. დეას სრულმეტრაჟიანმა ფილმმა 4 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის გახლდათ კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა”. წელს კი რეჟისორი თავად მოგვევლინება კინოფესტივალის ჟიურის წევრად, ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

დეა კულუმბეგაშვილის გარდა, წელს ჟიურის შემადგენლობაში ადგილს სუზი სანჩესი, მაიტე ალბერტი, ოდრი დიუანი და ტედ ჰოუპი დაიკავებენ.

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი A  კატეგორიის ფესტივალია, რომელიც წელს 69-ედ ჩატარდება. კინოფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრამდე გასტანს.

ზევით