#ცნობილები #კინო

კრისტოფერ ნოლანის "ამოჩემებული" მსახიობები

გაზიარება:

| თორნიკე ჯანელიძე |

2023 წლის 21 ივლისს კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერის“ პრემიერა შედგა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 54 წლის რეჟისორის გამორჩეულობა კინემატოგრაფიის ისტორიაში. ფილმის ტრიუმფი 2024 წლის 7 იანვარს, ოქროს გლობუსით დაიწყო, ორიოდე დღის წინ კი კინომსახიობთა გილდიის საღამოზე მოგროვებული ჯილდოებით გაგრძელდა. დიდი ალბათობით ნოლანის შედევრი 2024 წლის ოსკარსაც უნდა დაეუფლოს. ფილმი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც საუკეთესო შემოსავლის მქონე ბიოგრაფიული სურათი და არაერთი სხვა რეკორდიც მოხსნა.

ოპენჰაიმერი, კრისტოფერ ნოლანი, ფილმი, ოსკარები, კილიან მერფი

სტატია არ შეეხება „ოპენჰაიმერის“ კრიტიკას, ან კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიას. ამჯერად გვინდა რეჟისორის ისეთ არტისტების თანამშრომლობებს გვინდა შევეხოთ, როგორებიც ჯერემი ტეობალდი, მაიკლ კეინით და სხვები არიან. ერთი და იგივე მსახიობების რამდენიმე ფილმში დასაქმება ბევრ რეჟისორს ახასიათებს, თუმცა კრისტოფერ ნოლანისეული „ამოჩემება“ ნამდვილად განსხვავებულია და ის მხოლოდ სამსახურებრივ ურთიერთობას არ ეფუძნება. მას უყვარს ტალანტები და პატივს სცემს მსახიობებთან ურთიერთობას.

წლის ყველაზე მასშტაბურ კინო დაჯილდოებამდე, ნოლანის იმ თანამშრომლობებს გადავავლოთ თვალი, რომლებმაც რეჟისორის შთამბეჭდავი კარიერა ჩამოაყალიბა.

სერ მაიკლ კეინი

სიის სათავეში უთუოდ სერ მაიკლ კეინი უნდა მოექცეს. მას ნოლანის რვა ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორისაა The Prestige (2006), The Dark Knight (2008), The Dark Knight Rises (2012), Interstellar (2014), Dunkirk (2017) და Tenet (2020).

ბეტმენი, კრისტოფერ ნოლანის ფილმი, კრისტიან ბეილი, მსახიობი

მსახიობი შეუდარებლად ასრულებს ბირუს უეინის დამხმარის, ალფრედის როლს. ნოლანის ფილმში კეინი პირველად სწორედ 2005 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ რეჟისორის თილისმად მიიჩნევა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ არის „ოპენჰაიმერის“ შემადგენლობაში სერ მაიკლი?! “მან ვერ შეძლო ჩვენთან შემოერთება, მაგრამ ის სულიერად ყოველთვის ჩვენთანაა და მე მასთან ყველაზე მშვენიერი თანამშრომლობა მქონდა წლების განმავლობაში”- განმარტა კრისტოფერ ნოლანმა.

კილიან მერფი 

“ის უკვე 20 წელია ჩემი თანამზრახველია“ - ასე ახასიათებს კილიან მერფის რეჟისორი. მსახიობი ნოლანის “ამოჩემებების” სიაში მეორე ადგილს ექვსი ფილმით იკავებს. მათ შორისაა: Batman Begins (2005), The Dark Knight (2008), Inception (2010), The Dark Knight Rises (2012), Dunkirk (2017) და მისი ბოლო ნამუშევარი - Oppenheimer (2023).

კილიან მერფი, ოპენჰაიმერი, მსახიობი, კრისტოფერ ნოლანი, ფილმი, ახალი ფილმები, ოსკაროსანი ფილმები

„ალესილი კეპების“ ლიდერი, ტომას შელბი პირველად „ბეტმენის“ ტრილოგიაში, მცირე როლით გვევლინება, თუმცა „Inception-ში“ იმ ბიზნესმენის როლს ირგებს, რომლის სიზმრებშიც ფილმის მთავარი გმირები შეიჭრებიან.

გერი ოლდმენი

გერი ოლდმენის ნოლანთან თანამშრომლობა “ბეტმენში” ლეიტენანტი გორდონის როლის ბრწყინვალე შესრულებით დაიწყო. ტრილოგიის შემდეგ ორი გენიოსი კიდევ ერთხელ „ოპენჰაიმერისთვის“ გაერთიანდა. ოლდმენი ბიოგრაფიულ დრამაში ამერიკის შეერთებული შტატების 33-ე პრეზიდენტის, ჰარი ტრუმანის პატარა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გერი ოლდმანი, გარი ოლდმანი, მსახიობი, ოპენჰაიმერი, კრისტფერ ნოლანი

კრისტიან ბეილი

გასაკვირი არაა, რომ ნოლანის სიაში მოწინავე პოზიციას იკავებს განუმეორებელი „ბეტმენი“ - კრისტიან ბეილი, რომელმაც „DC-ის“ ისტორიაში საუკეთესო ბრიუს უეინი შექმნა. ტრილოგიის გარდა, ბეილი ნოლანის „პრესტიჟშიც“ თამაშობს და შეიძლება ითქვას, რომ ფილმში ის ორ როლს ირგებს.

ბეტმენი, კრისტიან ბეილი, მსახიობი, კრისტოფერ ნოლანის ფილმი, ბეტმენის სიქველი

ტომ ჰარდი

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ნოლანმა არაერთხელ წარუდგინა მაყურებელს, ტომ ჰარდი გახლავთ. იგი პირველად 2010 წელს „Inception-ში“ გამოჩნდება, რეჟისორს კი მასთან მუშაობა ისე მოეწონა, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბოროტმოქმედის, ბეინის როლი („ბეტმენის“ ტრილოგიიდან) სწორედ მას მოარგო.

ტომ ჰარდი, ბეტმენი, მსახიობი, კრისტოფერ ნოლანის ფილმები

ტომ ჰარდისა და ნოლანის თანამშრომლობის მესამე შედეგი „დანკირკი“ გახლავთ. მსახიობი ამჯერად იმ მფრინავის როლს ასრულებს, რომელსაც სერ მაიკლ კეინის პერსონაჟი რადიოთი ხელმძღვანელობს.

მორგან ფრიმანი

ლეგენდარული მსახიობისა და Hollyood-ის საუკეთესო “ხმის” კრისტოფერ ნოლანთან თანამშრომლობა სამჯერ, სამივეჯერ “ბეტმენში” შედგა. მორგან ფრიმანი ლუციუს ფოქსის როლს ირგებს, რომელიც ბირუს უეინს სხვადასხვა ორიგინალური იარაღებით ამარაგებს.

მორგან ფრიმანი, მსახიობი, მორგან ფრიმანი ბეტმენში, კრისტოფერ ნოლანი, საყვარელი მსახიობი

ჯერემი თეობალდი

შესაძლოა ჯერემი თეობალდი ყველაზე დიდ სახელს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ის ნოლანს დასაწყისიდან მოჰყვება. თეობალდი ნოლანის დებიუტის, „ადევნების“ (1998წ.) მთავარი გმირი გახლდათ. იგი შეუმდგარი მწერლის როლს განასახიერებს, რომელიც უცხო ადამიანებს სამწერლო შთაგონებისათვის ედევნება და უთვალთვალებს.

ჯერემი თეობალდი, კრისტოფერ ნოლანი, პირველი ფილმი, following, ადევნება, 1998

თუმცა, საყურადღებოა, რომ 1997 წელს თეობალდმა ასევე შეასრულა კაცის როლი ნოლანის მოკლემეტრაჟიან, სულ რაღაც სამ წუთიან ფილმში „Doodlebug”. მიუხედავად იმისა, რომ მას მოგვიანებით არასოდეს მიუღია დიდი როლები, იგი კამეოებით გვევლინება ფილმებში  „Batman Begins“ და „Tenet“. 

ნოლანის “რჩეულების” სიაში ასევე შედიან კინიტ ბრანა, ჯოზეფ გორდონ-ლიუიტი, ენ ჰეთეუეი, მარიონ კოტიარი და კიდევ რამდენიმე მსახიობი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეჟისორს მცირე ნეპოტიზმშიც ედება ბრალი.

კრისტოფერ ნოლანის ოჯახი, კრისტოფერ ნოლანის შვილები, რეჟისორი, ოპენჰაიმერი

რეჟისორის მიერ “დასაქმებულ” ნათესავებს შორის არიან ჯონ ნოლანი, რეჟისორის ბიძა, რომელიც 1998 წლიდან ჩნდება კრისტოფერის შემოქმედებაში; მირანდა ნოლანი, ჯონ ნოლანის ქალიშვილი და შესაბამისად კრისტოფერ ნოლანის ბიძაშვილი, რომლის დებიუტიც ეკრანებზე „Inception-ში“ შესრულებული ბორტ გამცილებლის როლით შედგა.

კრისტოფერ ნოლანი, ოპენჰაიმერი, ფილმი, ბოლო ფილმი

“სანათესავოდან” კრისტოფერის ფილმებში ასევე გვხვდებიან კრისტოფერის ვაჟები, რორი და მაგნუს ნოლანები და რეჟისორის ქალიშვილი - ფლორა ნოლანი რომელიც „Interstellar-ში“ წამიერად ჩნდება, სატვირთო მანქანის უკან მდგომი გოგონას სახით, “ოპენჰაიმერში” კი უსახელო ახალგაზრდა ქალის როლს ასრულებს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები კადრში ფეთქდება.

ზევით