ათუკა ედიშერაშვილმა პირველი სოლო ალბომი Caverns of Time გამოუშვა #A2K

ქართველი ხელოვანების ნიჭიერებას ის ფაქტი იდეალურად უსვამს ხაზს, რომ პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც დედამიწამ თითქოს სვლა შეანელა და ყველამ ჩაკეტილ სივრცეში გადავინაცვლეთ, მათ გამოსავალი მაინც იპოვეს და მეტიც, დიდი ხნის ოცნებებიც რეალობად აქციეს. დღეც, ახალგაზრდა მუსიკოსმა ათუკა ედიშერაშვილმა პირველი სოლო ალბომი Caverns of Time გამოუშვა, რომელზეც პანდემიის პირობებში დაუღალავად მუშაობდა.

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით შთაგონებულმა მუსიკოსმა 8 კომპოზიცია, ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალური, თუმცა მაინც ერთი ნიშნით გაერთიანებული ნამუშევრები შემოგვთავაზა.

პანდემიამ რა ჰქმნა...

მოგეხსენებათ პამდემიის პერიოდმა ყველაზე მაგრად იმოქმედა მუსიკოსებზე, დაიხურა კლუბები და ყველა ის სივრცე სადაც შევძლებით მოღვაწეობას. გადავწყვიტე ამ პანდემიის პერიოდში ჩავკეტილიყავი სტუდიაში და მემუშავა ჩემს კოპოზიციებზე

ზაფხულში მოვიწყე სახლში ძალიან კარგი სტუდია და დავიწყე მუშაობა ამ პერიოდში გამოუშვი 6 EP და 1 ალბომი 

EP-ები 1 ქართიულ 2 ბრიტანულ  ლეიბლზე გამოიცა, რომლებიც ძალიან წარმატებებული გამოდგა, თითქმის ყველა ტრეკი დაიჩარტა და იყო ყველაზე პოპულარ საიტზე beatport.com-ზე ტოპ 100 ჩარტში სხვადასხვა ჟანრში როგორიცაა 1. Melodic house & Techno Chart  2. Progressive House chart 3. Indie dance Charte ებში.

ახალი ალბომის სამზადისი

ნოემბერში გადავწყვიტე პარალელურად მემუშავა ალბომზე და აი უკვე დღეს, 28 მაისს გამოიცა ალბომი სახელად Caverns of Time. ალბომში შესულია 8 კომპოზიცია, თითოეული ტრეკი არის ინდივიდუალური და თავისი ხასიათის მატარებელი, ასევე 2 კომპოზიციას თან ახლავს ჩემი საყვარელი მომღერლის და ჩემი აზრით საქართველოში საუკეთესო და ყველაზე ინდივიდუალური და განსხვავებული ვოკალის მქონდე ნინი ცნობილაძის ხმა, რომელმაც უმაგრესად გაალამაზა და გაამრავალფეროვნა ყველაფერი, 2 კომპოზიციიდან 1 კომპოზიცია მან ქართულად შეასრულა, ჩემი აზრით საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. 

ალბომში გადავწყვიტე გამეცოცხლებინა ძველი ისტორიული მღვიმეები, ძეგლები და მიტოვებული პრეისტორიული ადგილები, სწორედ ამიტომ ყველა ტრეკს ქვია სხვადასხვა ქვეყნის ძველი ისტორიული სახელი, როგორიცაა: ინგლისში Stonehenge, თურქეთში Gobekili Tepe, უკრაინის Golden Gate და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნიდან ულამაზესი პეტრას ციხე (Petra Fortress) გავაცოცხლე, თავად ალბომს კი Caverns of Time დავარქვი, რომელიც ითარგმნება როგორც დროის მღვიმეები.

ალბომი გამოცემასთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე და ბოლოს შევჯერდი უკრაინულ ერთ-ერთ საუკეთესო ლეიბლზე Dear Deer, ეს არის უკრაინული ძალიან მაგარი ლეიბლი სადაც ძალიან ბევრ და მაგარ არტისტს გამოუშვია თვისი ალბომები თუ EPები.

ძალიან დიდი ხანი მინდოდა მქონოდა სოლო ალბომი, 1 ალბომი უკვე მაქვს გამოშვებული ბენდთან ერთად TSU ART, მაგრამ ის შედარებით სხვა ხასიათს ატარებდა, ეს არის ჩემი პირველი სოლო ალბომი და ვიმედოვნებ, მსმენელს ის მოეწონება. ალბომის მოსმენას და შეძენას შეძლებთ ყველა მუსიკალურ პლათფორმაზე როგორიცაა მაგალითად Beatport, Spotify, Deezer, Juno, Youtube, Soundcloud და სხვა…

სამომავლო გეგმები...

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კვლავ გამუდმებით ვმუშაობ სტუდიაში და ამ ზაფხულს გამოიცემა ჩემი ერთი რემიქსი და 2 EP.

ზევით