ანია ტეილორ-ჯოი ეკრანების დედოფალია

გაზიარება:

ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავის კარიერა თავდაჯერებული ნაბიჯებით მხოლოდ წინ  მიიწევს, The Queen's Gambit-ში შესრულებული როლის შემდეგ მსოფლიომ ანია ტეილორ-ჯოი ერთიანად აღმოაჩინა და შეიყვარა. უბადლოდ შესრულებულმა როლმა, ანიას არა მხოლოდ აღიარება და პრესტიჟული ჯილდოები, არამედ მოდის კერპის ტიტულიც კი მოუტანა.

არა ერთი დამშვენებული გარეკანის შემდეგ, ანია ტეილორ ჯოი ამერიკული ELLE-ს გარეკანზე მოგვევლინა და ფოტოგრაფ ზოი გროსმანის ობიექტივში შთამბეჭდავი ფოტოები, ელისა გიანისთან საუბრისას კი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები შემოგვთავაზა.

ბავშვობაზე და ლონდონზე

ამის შესახებ ხშირად ვხუმრობ, მაგრამ თან სერიოზულად ვამბობ, რომ ჰარი პოტერის წიგნის გმირები, ჩემი მეგობრები იყვნენ. ინგლისში პირველი ორი წელიწადი მცენარეებთან თამაშში და კითხვაში გავატარე, ეს იყო ჩემი ყოფა, უდავოდ, ნორმალური ბავშვი ვიყავი.

მია გოთთან მეგობრობაზე

ის ჩემი ასაკის პირველი მსახიობი იყო, რომელიც გავიცანი და ჩვენ ძალიან კარგი პირველი დიალოგი გვქონდა, მე ვუთხარი: უკვე მიყვარხარ, და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა: მეც მიყვარხარ.

შემდეგ მე განვაგრძე: იცოდე, რომ ყოველთვის გექნება ჩემი მხარდაჭერა და მანაც იმავეთი მიპასუხა. მაშინ შევთანხმდით, დაე წინ წავიდეთ ამ ველურ ინდუსტრიაში და თან ვიცოდეთ, რომ ერთმანეთზე ყოველთვის ვიზრუნებთ.

ზევით