#მხატვრობა

ანა ლეოვის ოდა მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და საკუთარი თავის სიყვარულს

გაზიარება:

ანა ლეოვი ახალგაზრდა მექსიკელი მხატვარია, რომელიც ბოლო წლებია გუაშით და აკრილით ნამდვილ ჯადოსნობებს ქმნის. მექსიკური კულტურის გავლენით, მშობლიური ქვეყნის ენერგეტიკისა და ფერების შთაგონებით, მისი ნამუშევრები მრავალფეროვნების სადარაჯოზე დგანან. ორიგინალური ისტორიების შექმნით, ფორმებითა და ფერებით, რომლებიც შთაგონებულია მოდის, კულტურის, ოცნებებისა და ყოველდღიური ცხოვრებიდან, ანას შემოქმედებამ აღიარება მალევე მოიპოვა მთელ მსოფლიოში.

მექსიკა არის ადგილი, რომელიც აფრქვევს თქვენს გრძნობებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი ფერებით, ხმებით, გემოვნებით, ის ცოცხალია და ეს ჩემს ნამუშევრებშიც ნათლად აისახება - ანა ლეოვი

ანას ხელოვნება მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძლიერი და თავდაჯერებული პერსონაჟები, განსაკუთრებით ქალები, რომლებიც ენერგიულ სამყაროში ცხოვრობენ. როგორც წესი,  მხატვრის შემოქმედება რეალური ცხოვრებისა და წარმოსახვის ნაზავს წარმოადგენს.

„როგორც ჩემს საქმიანობაში, ასევე ცხოვრებაში, ძალისა და მგრძნობელობის ორმაგობა, რომელსაც ქალები ფლობენ, არის ის, რაც მუდმივად შთამაგონებს“ - ანა ლეოვი

ანას ნამუშევრები ცნობილია ქალების ფორმების აბსტრაქტული წარმოჩენით, მათი სრული რღვევით, რაც მას საშუალებას აძლევს მნახველამდე მიიტანოს როგორც შინაგანი, აგრეთვე გარეგანი სილამაზე დანახული საკუთარი პერსპექტივიდან. ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედება მრავალშრიანობით გამოირჩევა, ნათელი, ცოცხალი ფერებით ანა წარმოგვიდგენს თანასწორობას, შინაგან სიძლიერეს, სილამაზეს, მეგობრობასა და საკუთარი თავის სიყვარულსაც კი.

ჩემი მიზანი არ არის ლამაზი ადამიანების შექმნა, არამედ მცდელობა მივაწოდო საზოგადოებას გზავნილი, რაც ყველაზე მეტად მომწონს პორტრეტში არის ის, რომ ვამყარებ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ კავშირი პოვონ ჩემს ნამუშევრებთან.

ზევით