ანა ჯაფარიძემ პირველი EP ალბომი Girl Power გამოუშვა

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქართველმა მუსიკოსმა ანა ჯაფარიძემ, პირველი EP ალბომი Girl Power გამოუშვა. ალბომი, ჩიკაგოში დაფუძნებულკოლექტივთან Femme Decks-თან და ლეიბლ Banana Pudding-თან თანამშრომლობით, შეიქმნა. სიახლეს ანა, საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

Girl Power 4 ტრეკს აერთიანებს, მისი მოსმენა და ამავდროულად შეძენა ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ. ალბომის კონცეფცია მუსიკოსმა თავადვე განმარტა მსმენელისთვის:

„ეძღვენება ყველა იმ ქალს, ვისი ნათქვამი სიტყვა -არა! - ვერ გაიგონეს, არ დაიჯერეს და მაინც გააკეთეს ეს

ეძღვნება ყველა იმ ქალს - მათი ნათქვამი - არა!-ს მიუხედავად, თავს მაინც დამნაშავედ გრძნობენ, რომ ეს მათ გამო მოხდა, მათ გამოიწვიეს.

ეძღვნება ყველა იმ ქალს ვისი ამოძახილიც - დამეხმარეთ! - მენტალურად დააავადებულმა საზოგადეობამ არ გაიგონა და არ დაიჯერა.

ეძღვნება ყველა იმ ქალს ვინც მიუხედავად უარყოფისა დღეს ფეხზე ყველაზე მყარად დგას და სილურჯის კვალი, მაჯაზე, ყელზე, თვალზე სამუდამოდ ემახსოვრებათ, თუმცა ამას თქვენ ვეღარასდროს გაიგებთ!

ეძღვნება ყველა ფენიქს და ქალღმერთს რომლებმაც- ყველაფერს - თავის თავს აჯობეს და დღეს , მიუხედავად წარსულისა, სიყვარულს და სიძლიერეს ასხივებენ თვალებიდან

ჩვენ გვჯერა, ჩვენ გვესმის, ჩვენ ვართ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის აუცილებელი პირობა!

მოდით გავაკეთოთ ეს! “.

ზევით