#მუსიკა

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი საზაფხულო საკონცერტო ტურნეები

გაზიარება:

„ვერ ვიჯერებ, რომ მუსიკა ჩემს კარიერად იქცა“ განაცხადა ლოს-ანჯელესში, ახალი საკონცერტო დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე მისულმა ტეილორ სვიფტმა. Taylor Swift: The Eras Tour პრემიერას, რომელსაც ტეილორი პირადად მივიდა 2 ათასზე მეტი Swifties (ასე უწოდებენ საკუთარ თავს სვიფტის თაყვანისმცემლები) ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეებიც: ბიონსე, ადამ სენდლერი, სიმუ ლიუ და სხვები. „ეს სრული სიგიჟეა. ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა ამის კეთება. ცხოვრებაში, არასდროს ვყოფილვარ ისე მხიარულად, როგორც The Eras Tour-ზე. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ელექტრული გამოცდილებაა“.

13 ოქტომბრის პრემიერიდან დღემდე, Taylor Swift: The Eras Tour-ის დოკუმენტური ფილმის შემოსავალმა, უკვე $130 მილიონს გადააჭარბა. ფილმი, მარტიდან - აგვისტოს ჩათვლით, აშშ-ის 20 ქალაქსა და მეხიკოში გამართულ 56 საკონცერტო ჩვენების ჰაილაითებს აერთიანებს. უშუალოდ, ტურნეს, კი მოიხსენიებენ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტურის სახელით, რომელმაც მთლიანობაში $780 მილიონი შეადგინა, 33 წლის მომღერალს კი $305 მილიონის მოგება მოუტანა.

თითქმის ორი ათწლეულისა და 10 ალბომის გაერთიანებით შექმნილი The Eras Tour, ბევრად მეტია, ვიდრე სვიფტის კარიერის რეტროსპექტივა, ის ასევე ფინანსურ ფენომენად მიიჩნევა. იმ ქალაქების შემოსავალი, რომლებიც Eras ტურნეს კონცერტებს მასპინძლობს, საღამოზე დასასწრებად ჩამოსული ასი ათასობით ტურისტის გამო ყოველდღიურად იზრდება. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში Eras ტურნე სამომხმარებლო ხარჯებით 5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

რეკორდული აღმოჩნდა ბიონსეს Renaissance World Tour-იც, მან მომღერალს $145 მილიონი მოუტანა, და მოსალოდნელია, რომ ეს ციფრები 1-ელი დეკემბრიდან, Renaissance-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერიდან, მხოლოდ გაიზრდება.

ტეილორ სვიფტის Eras Tour, ნოემბერში, აზიასა და ევროპაში გაგრძელდება და 2024 წელს, დასრულებისთვის, სავარაუდოდ, გახდება პირველი მუსიკალური ტურნე, რომლის შემოსავალიც მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. 

ტეილორისა და ბიონსეს 2023 წლის მიღწევებზე, რეკორდებსა და მოლოდინებზე დაუსრულებლად შეგვიძლია საუბარი, თუმცა მოდით თვალი შევავლოთ იმ მუსიკოსების 10-ეულს, რომლებსაც წელს ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე ჰქონდათ. 

1. ტეილორ სვიფტი

The Eras Tour | შოუების რაოდენობა: 56
2023 მთლიანი: $780 მილიონი | შემოსავალი: $305 მილიონი

2. ბიონსე

Renaissance World Tour  | შოუების რაოდენობა: 46
2023 მთლიანი: $460 მილიონი | შემოსავალი: $145 მილიონი

3. ედ შირანი

- +–=÷× (Mathematics) Tour | შოუების რაოდენობა: 41
2023 მთლიანი: $240 მილიონი | შემოსავალი: $110 მილიონი

4. Coldplay

Music of the Spheres მსოფლიო ტური | შოუების რაოდენობა: 43
2023 მთლიანი: $275 მილიონი | შემოსავალი: $85 მილიონი

5. P!nk

Summer Carnival | შოუების რაოდენობა: 37
2023 მთლიანი: $300 მილიონი | შემოსავალი: $85 მილიონი

6. ჰარი სთაილსი

Love On Tour | შოუების რაოდენობა: 49
2023 მთლიანი: $227 მილიონი | შემოსავალი: $70 მილიონი

7. ელტონ ჯონი

Farewell Yellow Brick Road Tour | შოუების რაოდენობა: 63
2023 მთლიანი: $195 მილიონი | შემოსავალი: $70 მილიონი

8. მორგან ვოლენი

One Night at a Time World Tour | შოუების რაოდენობა: 30
2023 მთლიანი: $190 მილიონი | შემოსავალი: $70 მილიონი

9. ლუკ კომბსი

World Tour | შოუების რაოდენობა: 30
2023 მთლიანი: $125 მილიონი | შემოსავალი: $55 მილიონი

10. The Weeknd

After Hours til Dawn Tour | შოუების რაოდენობა: 30
2023 მთლიანი: $158 მილიონი | შემოსავალი: $55 მილიონი

ზევით