2023 წლის კინოდაჯილდოებების სერია, ტრადიციულად კინოაკადემიის პრიზების გრანდიოზული ცერემონიით დაგვირგვინდა. 12 მარტს, ლონ-ანჯელესში, დოლბის თეატრში თავი თანამედროვე კინემატოგრაფიის დღის წესრიგის შემქმნელებმა, ამომავალმა თუ უკვე კაშკაშა ვარსკვლავებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და მუსიკოსებმა მოიყარეს. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია, არ გახლდათ 2022 წლის „ოსკარის“ მსგავსად სკანდალური (უილ სმიტის სცენაზე გაჭრა და კრის როკისთვის სილის გაწნას, ალბათ, დიდხანს ვერაფერი ვერ გადაფარავს), გასულმა ღამემაც მცირე დრამის ფონზე ჩაიარა.
„ოსკარის“ , რიგით 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დაბრუნებული მასპინძლის ჯიმი კიმელის მონოლოგით დაწყებული, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებებითა და ემოციური სიტყვით გამოსვლით დამთავრებული, წარმოგიდგენთ 2023 წლის ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც შესაძლოა მხედველობიდან გამოგეპარათ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ცხადია, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, საღამოს სტუმრებმა თავი წითელ ხალიჩაზე მოიყარეს, რომელიც ერთგვარი მიმზიდველი პრელუდიაა იმის, რაც შემდგეგ დოლბის თეატრში გრძელდება. საღამოს სტუმრებმა ძალები არ დაიშურეს, რათა ამ მნიშვნელოვანი დღისთვის იდეალურად ყოფილიყვნენ გამოწყობილი, მცდელობა რა თქმა უნდა დასაფასებელია, თუმცა ზოგიერთ რომ ამჯერადაც უკეთ გამოუვიდა, ვიდრე სხვებს, ამასაც ვერ დაგიმალავთ. 2023 წლის ოსკარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი ჩვენთვის კარა დელევინი იყო, Elie Saab-ის წითელ კაბასა და Bulgari-ს სამკაულებში კარა სხვებზე ადრე გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე და ფურორიც მოახდინა. დელევინთან ერთად, გამოვარჩევდით მიშელ იონსაც, რომელიც Dior Haute Couture თეთრი კაბით ვიხილეთ (რომელიც მსახიობისთვის იღბლის და ოსკარის ჯილდოს მომტანი აღმოჩნდა), ნიკოლ კიდმანს Armani Prive-ს შავ კაბაში, ანა დე არმასს Louis Vuitton-ში, ემილი ბლანტს Valentino-ს თეთრ უმხრო სილუეტში და ცხადია ვერ გამოვტოვებთ რიანას, რომელიც წამოზრდილი მუცლით და Alaia-ს კაბით ვიხილეთ ხალიჩაზე.
ჯიმი კიმელმა მონოლოგი სხარტად წარმართა
კინოაკადემიის პრიზების დაჯილდოების წამყვანის ამპლუაში, კომიკოსი და ტელეწამყვანი მესამედ ვიხილეთ. ჯიმი დოლბის თეატრის სცენაზე თავს უკვე ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ გასადაღებ მოედანზე და არც გასული წლის უხერხული მომენტის ხსენება გასჭირვებია და არც მასზე ხუმრობა: „ამაღამ 5 ირლანდიელი მსახიობია ნომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩხუბის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა“ - იხუმრა მან მონოლოგში.
„გვინდა, რომ გაერთოთ, თავი დაცულად იგრძნოთ და რაც მთავარია, ჩვენ ყველას გვინდა მე ვიგრძნო თავი დაცულად. ასე რომ, ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა. თუ ვინმე ამ თეატრში ჩაიდენს ძალადობას აქტს, ის მიიღებს ოსკარს საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და მიეცემა 19-წუთიანი სამადლობელო სიტყვა. მაგრამ სერიოზულად, აკადემიას ჰყავს კრიზისული გუნდი. თუ რაიმე არაპროგნოზირებადი ან ძალადობრივი მოხდება შოუს დროს, ისხედით მშვიდად და არაფერი გააკეთოთ, შესაძლოა რამდენიმე წუთში თავდამსხმელს ჩაეხუტოთ კიდეც“.
Everything Everywhere All At Once-ის ნამდვილი ფურორი
დანიელ კვანისა და დანიელ შაინერტის სამეცნიერო ფანტასტიკა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინაციების უპირობო ლიდერად ტყუილად როდი გვევლინებოდა, 11 ნომინაციიდან, ფილმმა 7 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის იყო: წლის საუკეთესო მხატვრული ფილმის, მთავარი როლის შემსრულებლის (მიშელ იონი), მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლების (კი ჰუი ქუანი და ჯეიმი ლი კურტისი) ნომინაციები. ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული კი ჰუი ქუანი გახლდათ, რომლის ახდენილ ოცნებასაც ალბათ, სუბიექტურად ყველაზე მეტად ველოდით. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცის სიტყვით გამოსვლა კი ცალკე აღნიშვნას იმსახურებდა:
„შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს, მე ლამის უარი ვთქვი ჩემსაზე“
„ჩემი მოგზაურობა ნავზე დაიწყო, ერთი წელი ტოლვილთა თავშესაფარში გავატარე და როგორღაც აქ აღმოვჩნდი, ჰოლივუდის უდიდეს სცენაზე… ამბობენ, რომ ასეთი ისტორიები მხოლოდ ფილმებში ხდება, ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მე შემემთხვა, ეს არის ამერიკული ოცნება!“ - განაცხადა კი ჰუი ქუანმა.
სულ მალევე, სცენაზე ამავე კატეგორიაში გამარჯვებული ქალი ჯეიმი ლი კურტისი ავიდა, რომლისთვისაც წლევანდელი ოსკარი, ათწლეულოვანი კარიერის პირველი ოქროს ქანდაკება გახლდათ. მსახიობმა ცრემლისმომგვრელ გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ამ გამარჯვებაში მცირედი წვლილი მაინც ჰქონდა შეტანილი.
რაც შეეხება საუკეთესო მსახიობ ქალს, „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გუნდიდან, მიშელ იონმა გასულ ღამეს ისტორია დაწერა, ის გახდა პირველი აზიელი ქალი, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
„ქალებო, არასდროს არავის მისცეთ უფლება, გითხრან რომ თქვენი დრო დასრულდა!“
ბრენდან ფრეიზერი - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი
„მაშ ასე გამოიყურება მულტისამყარო! მადლობას ვუხდი აკადემიას ამ პატივისთვის. მადლობელი ვარ დარენ არონოფსკის იმისთვის, რომ კრეატიული მაშველი რგოლი გადმომიგდო და კარგ გემზე „ვეშაპი“ ამიყვანა. მე ამ ბიზნესში 30 წლის წინ აღმოვჩნდი და ყველაფერი ჩემთვის ადვილი არ აღმოჩნდა... მადლობა ამ აღიარებისთვის” - განაცხადა ბრენდანმა სიტყვით გამოსვლისას.
ახდენილი ამერიკული ოცნების შესახებ მსოფლიოს კი ჰუი ქუანმა 12 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენიდან უამრო. ვიეტნამში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ 1 კვირის წინ, ყველა მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო, 51 წლის ასაკში პირველად დაეჭირა ხელში და საკუთარი შთამაგონებელი ისტორია მოეყოლა, საკუთარი თავისა და ოცნებების რწმენის შესახებ.
ქალები, მოდის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ელემენტები არიან, ეს მოდის ფოტოგრაფიაზეც ვრცელდება. ენი ლებოვიცი ოსტატობიდან, პეტრა კოლინზის მზერის ესთეტიკამდე და სარა მუნის მოდის სიურრეალიზმამდე, დღეს მოდის სამყაროს პეიზაჟი დიდი ხანია აღბეჭდილია და ყალიბდება ამ ქალების ობიექტივში. ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნად, წარმოგიდგენთ, მოდის ქალ ფოტოგრაფებს და იმ გავლენას, რომელიც მათ ინდუსტრიაზე იქონიეს.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია“ 2023-ზე, ლივერპულში, საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს. ირუს საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ Youtube არხზე უკვე გაიმართა და მისი მოსმენა ფართო აუდიტორიისთვის უკვე შესაძლებელია.