#კულტურა #ცნობილები #კინო

20 უცნობი ფოტოსურათი ჟან-პოლ ბელმონდოს ცხოვრებიდან

გაზიარება:

6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში, კინოინდუსტრია ფრანგული "ახალი ტალღის" ვეტერან მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობა. 50-წლიანი ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის, არასტანდარტული გარეგნობისა და ყველაზე სარისკო სიტუაციებშიც კი დუბლიორის გარეშე შესრულებული როლების წყალობით, ბელმონდო ისეთი რეჟისორების ოქროს ბიჭად ითვლებოდა, როგორებიც: ჟან-ლუგ გოდარი, ლუის მალე, ფრანსუა ტრიუფო, კლოდ ლელუში, ჟან-პოლ რაპენო თუ ჯარედ ური იყვნენ.

ჟან-პოლ ბელმონდომ აღიარება ჟან-ლუკ გოადრის კლასიკად ქცეულ ფილმ Breathless-ში მონაწილეობით დაიმსახურა. 1960 წელს გამოსულ ფილმში მთავარ როლებს ბელმონდო და ამერიკელი მსახიობი ჯინ სიბერგი მონაწილეობდნენ. ფილმის გამოსვლის შემდეგ მსახიობს ფრანგული კინოს ჯეიმს დინადაც კი მოიხსენიებდნენ, თუმცა ბელმონდოსთვის ეს კომპლიმენტად სულაც არ ჟღერდა, ჟან-პოლმა გადაწყვიტა მალევე ჩამოერეცხა კინოს "ლამაზი ბიჭის" სტატუსი და ერთმანეთის მიყოლებით მკვეთრად განსხვავებული როლების შესრულებას შეუდგა.

ბელმონდომ არა მხოლოდ ერთმანეთისგან განსხვავებული როლები მოირგო, მან თავი სხვადასხვა ჟანრშიც წარმატებით გამოსცადა. მისი სამსახიობო კარიერა აერთიანებს, როგორც კომედიურსა და ფანტასტიკის ჟანრებს, აგრეთვე დრამატულ ფილმებს.

1989 წელს ბელმონდო გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებივებული“.

 ლეგენდარული ფრანგი მსახიობის პატივსაცემად წარმოგიდგენთ 20 ნაკლებად ცნობილ ფოტოსურათს ჟან-პოლ ბელმონდოს ცხოვრებიდან.

ზევით