#კულტურა #ცნობილები #კინო #სილამაზე

11 საუკეთესო ჩაცმულობა „ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონიიდან

გაზიარება:

არაფერი შეედრება „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას და ამაში რამდენიმე საათის წინ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ვირტუალური ცერემონიების, წინასწარ ჩაწერილი დაჯილდოებებისა და სახლური მოდური მომენტების შემდეგ, „ოსკარმა“ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა და წამით გვაგრძნობინდა, რომ ისევ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც კორონავირუსის პანდემია უცხო სიტყვებია.

ნანატრ წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად ცნობილმა ადამიანებმა ძალები არ დაიშურეს, რათა საღამოს მთავარი ვარსკვლავები ყოფლიყვნენ და მათი დამსახურებით ჩვენც არა ერთი ცნობილი დიზაინერის ხელით ნამუშევარი ბრწყინვალე ჩაცმულობა ვიხილეთ. 

საუკეთესოდ შემოსილ ცნობილებს შორის წარმოგიდგენთ მარგო რობის Chanel Haute Couture-ის კაბაში, ზენდაიას ყვითელ Valentino-სა თუ ვანესა კირბის Gucci-ს თვალისმომჭრელ კაბაში.

ზენდაია

კაბა: Valentino

მარგო რობი

კაბა: Chanel Haute Couture

ვანესა კირბი

კაბა: Gucci 

ამანდა სეიფრიდი

კაბა: Giorgio Armani Privé 

ანჯელა ბასეტი

კაბა: Alberta Ferretti

ლორა დერნი

კაბა: Oscar de la Renta

რეჯინა კინგი

კაბა: Louis Vuitton

ანდრა რეი

კაბა: Vera Wang Haute

ვაიოლა დევისი

კაბა: Alexander McQueen

H.E.R.

კაბა: Dundas

კერი მულიგანი

კაბა: Valentino Haute Couture

ზევით