#სპორტი

X-Mas Street Jam: საახალწლო ქუჩის შეჯიბრებები ექსტრემალურ სპორტში

გაზიარება:

შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, Tbilisi Extreme Fest-ის ორგანიზატორები X-Mas Street Jam-ს Cash for Tricks ფორმატში დაგვიბრუნდებიან.

ქუჩის შეჯიბრება გააერთიანებს სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობებს, მათ შორის სკეიტბორდს, აგრესიულ როლერებს, სკუტერებს, bmx და mtb. 

გამომდინარე იქიდან, რომ ეს სადღესასწაულო ღონისძიებაა, შეჯიბრში მონაწილე რაიდერებს მხოლოდ ერთი რამ - საახალწლო წითელი ქუდით გამოცხადება ევალებათ, მაგრამ თუ ამ პირობის შესრულება გადაგავიწყდებათ, არც ეს იქნება პრობლემა, ორგანიზატორებისგან ადგილზე მიიღებთ ქუდს.

შაბათის სპორტული შეჯიბრებები, რამდენიმე ლოკაციას მოიცავს, ის ვაკიდან დაიწყება და დედაენის ბაღში გაგრძელდება. როგორც Tbilisi Extreme Fest-ის განცხადებაში ვკითხულობთ, შეჯიბრება არც ფულადი პრიზების გარეშე ჩაივლის, რაიდერები ექსტრემალური ილეთებისა და სანახაობრივი ვარდნისთვის დაჯილდოვდებიან. გახსოვდეთ ეს შეჯიბრი გართობაზეა ორიენტირებული, ამიტომ თქვენი უნარები კრიტიკულად არ შეფასდება.

პირველად საქართველოში და კავკასიის მასშტაბით, Extreme Fest Tbilisi 29 ოქტომბერს, დედაენის პარკში გაიმართა,ღონისძიებაში ფარგლებში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა დისციპლინის სპორტემენებმა მიიღეს, გამოცდილმა მსაჯებმა კი, საქართველოს 4 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს სკეიტბორდის (skateboard), ბიემიქსის (bmx), როლერ სპორტისა და (roller sport) და  სკუტერის (scooter) მიმართულებით.

Extreme Fest Tbilisi-ის ორგანიზატორები არსენ მამეტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენი არის ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში ექსტრემალური სპორტის ოლიმპიური ჩემპიონები გაზარდოს.

ზევით