ყოველწლიურად Met Gala-ს ხალიჩა მსოფლიო ვარსკვლავების განსაკუთრებული ჩაცმულობებით ყურადღების ცენტრში ექცევა. წლევანდელმა სტუმრებმა ზუსტად შეძლეს მეთ გალას მთავარი თემის, Superfine: Tailoring Black Style-ის საიდუმლოს ამოხსა და შავკანიანთა მოდის ისტორიით, განსაკუთრებით კი Black dandysm-ის სტილით შთაგონებული, გამორჩეული ლუქებიც შემოგვთავაზეს.

შავკანიანთა დენდიზმის ცენტრალურ ნაწილს აქსესუარები შეადგენს — იქნება ეს ქუდი, საათი, სიგარა, ბეჭედი თუ ხელჯოხი.
ამ აქსესუარების მრავალი ვარიაცია ვიხილეთ მეთ გალას ხალიჩაზე. TheDiary-ს რედაქცია წლევანდელი Met Gala-ს ლუქების გამორჩეულ დეტალებს გიზიარებთ.

მსახიობი და მომღერალი Teyana Taylor-ი წელს მეთ გალას თანაწამყვანი იყო. ის მარკ ჯეიკობსის წითელ მოსასხამსა და ბუმბულიან ქუდში გამოწყობილი გამოჩნდა ხალიჩაზე.

Bad Bunny Prada-ს სამოსში და პუერტო-რიკული ქუდით გამოწყობილი მივიდა ღონისძიებაზე.

BLACKPINK-ის მომღერალი ჯენი შანელის შავ-თეთრი კოსტიუმით და ელეგანტური ქუდით გამოჩნდა.

Balmain-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა, Olivier Rousteing-მა ჩანთის ნაცვლად ხელში Balmain-ის საკერავი მანქანა დაიჭირა.

მეთ გალასთვის მოდელი Alton Mason-ი ვერცხლისფერ ლუქში გამოწყო. გამორჩეული დეტალი კი მეკობრის თვალის ასახვევი გახლდათ.

A$AP Rocky-ს ქოლგა/ხელჯოხი საღამოს ერთ-ერთი დასამახსოვრებელი აქსესუარი იყო.
მსახიობმა და სცენარისტმა ჯერემი ჰარისმა Benjamin Hawkins-ის გამორჩეული ბეჭედი მოირგო.

André 3000 ზურგზე მოკიდებული პიანინოთი გამოჩნდა.

ფორმულა 1-ის მრბოლელსა და მეთის თანამასპინძელს, ლუის ჰემილტონს თეთრი ბერეტი ამშვენებდა.

ზენდეიამ ლუი ვიტონის სრულიად თეთრ სამოსს ამავე ფერის ქუდი შეუხამა, რომელიც მსახიობის სახეს ნახევრად ფარავდა.

ტესა ტომპსონი ანდრე ლეონ ტელის გამოსახულებიანი მარაოთი გამოჩნდა.
მადონასა და Doechii-ს ლუქებში სიგარები მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.