#მოდა

წითელი ხალიჩის გამორჩეული ლუქები კანის კინოფესტივალიდან

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ფრანგულ რივიერაზე კანის რიგით 77-ე კინოფესტივალი გაიმართა. ყოველწლიურად კინო პრემიერებთან ერთად, მოუთმენლად ველით წითელი ხალიჩის ლუქებს. ფოტოგრაფების ობიექტივში წელს გამორჩეული ტანისამოსით არაერთი მსახიობი, თუ სუპერმოდელი მოხვდა, სტატიაში კი მათ შორის ჩვენს ფავორიტებს გაგანდობთ!

მარიამ სანოგო

მარიამ სანოგო, კანის კინოფესტივალი, კინოფესტივალზე, კანი 2024, სანოგო, თეთრი კაბა, ალექსანდრე ახალკაციშვილი, ქართველი დიზაინერის კაბა

არ შეგვიძლია, თვალის მომჭრელი ქართველი მოდელით, მარიამ სანოგოთი არ დავიწყოთ. ლამაზმანი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ასევე ქართველი დიზაინერის, ალექსანდრე ახალკაციშვილის თეთრი კაბით გამოჩნდა და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გოგო ჰოლივუდელ ვარსკვლავებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ელეგანტურ კაბას და ბუნებრივ ვარცხნილობას მარიამმა yves saint laurent-ის მზის სათვალე შეუხამა. 

"როდესაც სამზადისი დავიწყეთ, პირველი, რაც გადავწყვიეთ იყო ის, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი უნდა გვცმოდა" - მარიამ სანოგო

ნინუცა ორჯონიკიძე

გეტყვით იმასაც, რომ მარიამთან ერთად კანის კინოფესტივალს ტელეწამყვანი - ნინუცა ორჯონიკიძეც დაესწრო, რომელმაც წითელი ხალიჩისთვის ასევე ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის შავი კაბა შეარჩია. 

ნინუცა ორჯონიკიძე, ტელეწამყვანი, კანის ფესტივალი, კინოფესტივალი, ქართველები, წიელი ხალიჩა, ჯაბა დიასამიძე

მარიამის და ნინუცას კანის გამოცდილება პრეს კონფერენციებს, სხვადასხვა აქტივობებსა და წითელ ხალიჩას მოიცავდა, რომელსაც ტრადიციულად მთელი მსოფლიოს კინო და არა მხოლოდ კინო ელიტა სტუმრობს. 

დემი მური

demi moore, cannes film festival, kinds of kindness, movie, premiere,

დემი მური კანის კინოფესტივალზე 1997 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. 61 წლის მსახიობი 17 მაისს იორგოს ლანთიმოსის "Kinds of Kindness"-ის პრემიერაზე Armani Privé-ს კაბით წარსდგა. წითელი მძივებით გაფორმებულ კაბასთან ერთად მას Chopard-ის საყურეები ამშვენებდა. გრძელმა შავმა თმამ კი საბოლოო ლუქი მეტად გლამურული და დახვეწილი გახადა. 

ანია ტეილორ-ჯოი

anya taylor-joy, cannes film festival, red carpet,

თვალისმომჭრელი ანია ტეილორ-ჯოი კანის წითელ ხალიჩაზე არაერთი გასაოცარი ლუქით გამოჩნდა, მათ შორის გამორჩეულია დიორის შამპანურისფერი კაბა. ვინტაჟური ჰოლივუდის ლუქი შესაძლოა მერლინ მონროსგანაც იღებდეს ინსპირაციას. მსახიობის ულამაზეს კაბასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას იქცევს მისი სამკაულიც - Tiffany & Co-ს ყელსაბამი და საყურეები. 

ბელა ჰადიდი

bella hadid, red carpet, look, celebrity, model, cannes film festival

ამბობენ, რომ ბელა ჰადიდს კანის კინოფესტივალი გამორჩეულად უყვარს. ის Met Gala-ზე ყველას დაგვაკლდა, თუმცა კანის წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთი საოცარი ჩაცმულობით დაბრუნდა. "The Apprentice"-ის პრემიერაზე ბელა Saint Laurent-ის ყავისფერი გამჭვირვალე კაბით წარსდგა, სამკაულის არჩევანი კი მანაც Chopard-ზე გააკეთა.  

ტეილორ ჰილი

taylor hill, cannes film festival, 2024, red carpet, supermodel

ტეილორ ჰილის შავ-თეთრი კაბა, შავი მძივებით გაფორმებული დეკოლტესა და კრისტალისებური ღილების წყალობით, მარტივად იპყრობს ჩვენს ყურადღებას. სუპერმოდელის მოკლე შავი თმა წითელი ხალიჩის ლუქს კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის. ჩაცმულობის განსაკუთრებული დეტალი, Balmain-ის კაბასთან ერთად, მისი საკმაოდ დიდი ზომის ყელსაბამია. 

ნაომი კემპბელი

ნაომი კემპბელი, naomi campbell, cannes film festival 2024, red carpet, looks

ამ სიაში არავის გაგიკვირდებათ ნაომი კემპბელის გამოჩენა - 53 წლის სუპერმოდელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა! "Furiosa: Mad Max Saga"-ს პრემიერაზე ნაომი შანელის 1997 წლის კაბით გამოვიდა. შავი კაბის ზედა ნაწილი მთლიანად მძივებითაა გაფორმებული, ქვედაბოლო კი გამჭვირვალე ელემენტებს შეიცავს. მხრების მარგალიტებიანი თასმები კაბას კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის.

აირის მიტენერი

iris mittenaere, miss universe, cannes films festival 2025

ყოფილი მის მსოფლიო კინოფესტივალზე მაყურებლის წინაშე ორიგინალური შავი და ოქროსფერი სამოსით გამოჩნდა. აირის მიტენერს გრძელმკლავიანი კაბის ქვეშ შავი ბოდე ეცვა, ხოლო მკერდზე, ზურგზე და მკლავებზე ის ოქროსფერი დეტალები აქვს მიმაგრებული, კაბას გამორჩეულს რომ ხდის. 

ალიუნ ბადარა

alioune badara, cannes film festival, 2024

მოდელი ალიუნ ბადარაც "Furiosa: Mad Max Saga"-ს წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ. მისი ლუქი სიაში კოსტიუმის ნაზი ფერისა და მბზინავი მატერიის კომბინაციის გამო მოხვდა. წელში გამოყვანილი პიჯაკი და გაშვებული შარვალი ერთად გასაოცარ ლუქს ქმნიან. 

მარინა რაი ბარბოზა

marina ruy barbosa, cannes film festival 2024,

ბრაზილიელი ვარსკვლავი მარინა რაი ბარბოზა "Palais des Festivals"-ში Chopard-ის მოწვევით გამოჩნდა. მისი პრინცესასმაგვარი კაბა კი ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია. მას წითელ ხალიჩაზე "Miss Sohee" 2024 წლის გაზაფხულის კოლექციის ყვითელი მბზინავი კაბა ემოსა. ყელზე კი, რაღა თქმა უნდა, Chopard-ის ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა. 

უინი ჰარლოუ 

winnie harlow, model, cannes film festical, red carpet

უინი ჰარლოუ ორიგინალური ლუქებით ხშირად გვანებივრებს. კანადელი მოდელი ღია "The Apprentice"-ის პრემიერას ღია ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი შეხვდა. Tamara Ralph-ის 2023 წლის შემოდგომის კოლექციის ტვიდის პიჯაკი და შარვალი მონოქრომულ ლუქს წარმოგვიდგენს, რომელიც მარგალიტის უამრავი მძივითაა გაფორმებული. მისი ლუქი Cowboy-ის სტილითაა ინსპირირებული, რაზეც ბუმბულებიანი ქუდიც მეტყველებს.  

ემა სტოუნი

emma stone, cannes film festical, kinds of kindness

ემა სტოუნი "Poor Things"-ის შემდეგ იორგოს ლანთიმოსთან ფილმზე "Kinds of Kindness" თანამშრომლობს. სწორედ მის პრემიერაზე წარსდგა 35 წლის მსახიობი შინდისფერი კაბით. ემას მშვენიერებამ კიდევ ერთხელ მიიპყრო ჩვენი ყურადღება - ამჯერად ლუი ვიტონის სამოსით. მსახიობის ლუქს აგრეთვე ლუი ვიტონის აქსესუარები ამშვენებენ, მათ შორის მოდის სახლის "Deep Time" კოლექციის საყურეები და ე.წ. "Volcano Bracelet". 

 

ზევით