#ჯანსაღი ცხოვრება #სალზამთრო

ფერმენტები, რა არის და რისთვის გვჭირდება?

გაზიარება:

ფერმენტები არის აუცილებელი ნივთიერებები, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. იმისთვის, რომ ორგანიზმა აითვისოს ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, რომლებიც სინადმვილეში მისთვის უცხო სხეულები არიან, საჭიროა მათი დაშლა მცირე შემადგენელ ნაწილებად. სწორედ ამით არიან დაკავებული ფერმენტები, მათ გარეშე საკვები ვერ დაიშლება, ორგანიზმი იშიმშილებს, ვერ აშენდება კუნთები და ვერ განადგურდება ტოქსინები. დღეს, ჩვენი ჯანსაღი ცხვორების ბლოგის ავტორი სალზამთრო ფერმენტებზე ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის.

ფერმენტები გვხვდება როგორც ორგანიზმში, ასევე საკვებში. 

არსებობს ფერმენტების სამი ძირითადი ტიპი:

• ამილაზა, რომელიც პასუხისმგებელია ნახშირწყლების დაშლაზე

• პროტეაზა, რომელიც პასუხისმგებელია ცილების დაშლაზე

• ლიპაზა, შლის ცხიმებს

ფერმენტების რაოდენობასა და გამომუშავებაზე გავლენას ახდენს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. ამ ფაქტორების ცოდნა კი დაგვეხმარება დავაბალანსოთ მათი გამომუშავება ჩვენს ორგანიზმში.

ფერმენტების გამომუშავება დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე.  ყველაზე დიდი რაოდენობით ისინი დღის განმავლობაში, 12 სთ-დან 19:00 სთ-მდე გამოიყოფა. სწორედ ამიტომაა დღის ეს პერიოდი საკვების მისაღებად საუკეთესო.

ასევე, ფერმენტების გამოყოფაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი გარემო. მაგალითად, თუ კი ორგანიზმში სხვადახვა მიზეზით მოიმატებს მჟავიანობა (გვიან ჭამა, სტრესი და სხვ), ფერმენტების რაოდენობა და მოქმედების ხარისხი მნიშნელოვნად შემცირდება.

ფერმენტები საუკეთესოდ მუშაობს სხეულის ნორმალურ ტემპერატურაზე (36.1-37.2) სხვადასხვა მიზეზით ტემპერატურის ზრდის დროს, ხდება მათი ფუნქციის შემცირება.

ფერმენტებს შეიცავს სხვადასხვა საკვები პროდუქტი, ისინი ეხმარებიან ორგანიზმს უფრო ეფექტურად მოახდინონ საკვების დაშლა.

ფერმენტები გვხვდება ყველა უმ პროდუქტში, აქედან გამომდინარე, თუ არ გაქვთ გარკვეული შეზღუდვები, გირჩევთ თქვენი რაციონის 50%-60% უმი პროდუქტისგან შეადგინოთ. ხილი, ბოსტნეული, თხილი, მარცვლეული წარმოადგენს არა მხოლოდ ვიტამინების და მინერალების არაჩვეულებრივ წყაროს, არამედ ფერმენტების წყაროც არის, რაც დაეხმარება ორგანიზმს მაქსიმალურად დაშალოს მიღებული საკვები, არ მისცეს საშუალება ნარჩენებს დაიწყოს ორგანიზმში ლპობა და გამოიწვიოს ანთებითი პროცესები.

პროდუქტები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტებს:

• ანანასი

• პაპაია

• მანგო

• ვაშლი

• კივი

• კიტრი

• ნიორი

• ფერმენტირებული საკვები (მწნილი, კიმჩი და სხვ.)

• გაღივებული მარცვლები და თესლები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტემპერატურა განაპირობებს ფერმენტების აქტივობას, შესაბამისად, თუ კი პროდუქტს ინახავთ მაცივარში, მიღებამდე გათბეთ და ისე მიირთვით.

ფერმენტები ასევე იყიდება ტაბლეტების და დანამატების სახით და მიიღება სხვადასხვა მდგომარეობის დროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაესაუბროთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ უმისამართოდ მათი მიღება ან გართულებები.

ზევით