მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და ყოფილი ჟურნალისტი, პილოტი და New York Times-ის ბესტსელერის ავტორი, ლორენ სანჩესი ოფიციალურად ცოლ-ქმარი გახდნენ. იტალიაში ორასამდე სტუმარმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ ბილ გეიტსი, ოპრა უინფრი, კარდაშიან-ჯენერების ოჯახი, ლეონარდო დიკაპრიო, ვიტორია ჩერეტი და სხვა A-lister-ები.
კაილი ჯენერი Dolce & Gabbana-ს, ხოლო კენდალ ჯენერი Roberto Cavalli-ს სამოსში. 26 ივნისი. Ph: Getty Imagesკაილი Dilara Findikoglu-ს და კენდალი Tom Ford-ის სამოსში. 27 ივნისი. Ph: Andrea Pattaro/ Getty Images
იტალიაში გამართული ღონისძიება პრესისა და უცხო პირებისთვის დახურული იყო. პაპარაცებმა სტუმრების დაფიქსირება მხოლოდ მაშინ მოახერხეს, როცა ისინი ვენეციის წყლის ტაქსებში სხდებოდნენ.
იტალიელი მოდელი ვიტორია ჩერეტი. Ph: Getty Images
პატარძალს Dolce & Gabbana-ს თეთრი, მაქმანებიანი კაბა ეცვა – კორსეტით, მაღალი საყელოთი და 180 ღილით გაფორმებული. დიზაინის შთაგონების წყარო სოფი ლორენის პერსონაჟის კაბა გახდა, ფილმიდან Houseboat.
სავარაუდოდ, ბეზოსი და სანჩესი აშშ-ში დაქორწინდნენ, ხოლო ვენეციის ცერემონია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. როგორც გაირკვა, ვენეცია წყვილისთვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ სანჩესმა და ბეზოსმა ტრადიციული საქორწინო საჩუქრები არ ისურვეს და სტუმრებს მოუწოდეს იმ ფონდებში გადაერიცხათ შემოწირულობები, რომლებიც ვენეციის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მუშაობენ.
Ph: AP Imagesლორენ სანჩესი 26 ივნისს, Schiaparelli-ს კაბაში. Ph: Stefano Rellandini/ Getty Imagesკრის ჯენერი და მისი შეყვარებული, კორი გემბელი. Ph: Getty Images
ამ ყველაფრის მიუხედავად, ღონისძიებამ ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. იტალიელები ტურიზმით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებს აკრიტიკებენ. სწორედ ამიტომ ცერემონიის ადგილი ბოლო მომენტში შეირჩა, რათა საპროტესტო აქციისგან მაქსიმალურად აერიდებინათ თავი. გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიაზე ანდრეა ბოჩელის ვაჟმა, მატეო ბოჩელიმ იმღერა.
ოპრა უინფრი Ph: Guglielmo Mangiapane/ Reuters
ქორწილის ზუსტი ღირებულება უცნობია და დაახლოებით 20 მილიონიდან 50 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ეს როგორც სანჩესისთვის, ასევე ბეზოსისთვის მეორე ქორწინებაა. ისინი წინა ურთიერთობებიდან შეძენილ შვიდ შვილს ერთად ზრდიან.
ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია. სანდრო Dolce & Gabbana-ს მილანის ჩვენებებაზე ვიხილეთ, მანამდე კი Dior Riviera-ს გლობალურ კამპანიასა და წამყვან ბრენდებთან კოლაბორაციებში.
შეფ ენცო ნერი TheDiary-ს იტალიიდან საქართველომდე განვლილ გზაზე უყვება. ნერი უკვე ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული ფიგურაა. იგი Swissôtel-სა და Mercure Tbilisi-ს სამზარეულოს ხელმძღვანელობს და ქართველ გურმანებს იტალიურ სამზარეულოს აცნობს.