იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი არა მხოლოდ ინსტიტუტს, არამედ მთელ ეპოქას განსაზღვრავს. თუმცა სწორედ ეს მოახერხა ანა ვინტურმა Vogue-ში თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში. 1988 წელს აშშ-ის Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მან ჟურნალი აღიარებული გამოცემიდან მოდის, გემოვნებისა და გავლენის კულტურულ ავტორიტეტად გარდაქმნა.
37 წლის შემდეგ, ვინტურის ეპოქა Vogue-ში დასრულდა, ის ამერიკული გამოცემის რედაქტორის პოზიციას ტოვებს. თუმცა, კვლავ შეინარჩუნებს Condé Nast-ის გლობალური კონტენტის ხელმძღვანელისა და Vogue-ის გლობალური სარედაქციო დირექტორის როლს. ანა ვინტურის ამერიკული გამოცემიდან წასვლა მოდის ინდუსტრიისთვის გარდამტეხ მომენტად განიხილება.
ანა ვინტური, 1989 წლის მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის გალაზე
მცირეა იმ რედაქტორთა რიცხვი, რომლებმაც შეძლეს ერთდროულად კრეატიული მიმართულებისა და მოდის ინდუსტრიის დიალოგის ასე ხანგრძლივი და ძლიერი ფორმირება. ვინტურის მმართველობის სტილი ხშირ შემთხვევაში მკაცრი და უკომპრომისოდ ითვლებოდა. მისი სარედაქციო პოლიტიკა პროფესიონალიზმის ეტალონად იქცა, რომელიც ჟურნალის ფარგლებსაც გასცდა. დიზაინერებისთვის, სტილისტებისთვის, ცნობადი სახეებისთვის Vogue ანა ვინტურის პერიოდში იყო გავლენიანი გლობალური პლატფორმა.
ანა ვინტურის გავლენა იგრძნობოდა არა მხოლოდ ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკაში, არამედ მისი გავლენით ჩამოყალიბდა ის სისტემები, რომლებმაც თანამედროვე მოდის ეკონომიკა განსაზღვრეს. მან Met Gala კულტურულ ინსტიტუტად ჩამოაყალიბა. ხოლო ახალგაზრდა დიზაინერების მენტორობითა და ციფრულ მედია სივრცეში ტრანსფორმაციებით, ვინტურმა მსოფლიო მოდას დაუტოვა მემკვიდრეობა, რომელიც ერთდროულად მრავალ განზომილებას მოიცავს.
ბობ-ვარცხნილობა. მუქი სათვალეები. მკაცრი შეფასებები. ეს ანას არა მხოლოდ პირადი სტილის ელემენტებია, მან კარგად იცის თუ რას ნიშნავს სიმბოლური ძალაუფლება. ანა ვინტურისთვის მოდა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტრენდები, ფორმები, სამოსი, ის მისთვის კულტურული კაპიტალია.
მაშინ, როდესაც Vogue ამერიკული გამოცემისთვის ახალ რედაქტორს ამზადებს, მოდის ინდუსტრია ცნობისმოყვარეობით ელოდება სიახლეს. და ვინ იქნება შემდეგი? და რა მოხდება ანას მერე? ვინ ჩაიბარებს იმ რედაქტორის მემკვიდრეობას, რომლის რედაქციულმა გავლენამ მოდის ჟურნალისტიკა და ზოგადად მოდა შეცვალა?
დედოფალი ელიზაბეთი, ანა ვინტური და ანჯელა კელი რიჩარდ ქუინის ჩვენებაზე
ანა ვინტურის წასვლა არ ნიშნავს მისი გავლენის დასრულებას. მისი პროფესიული სტანდარტი და რედაქციული მემკვიდრეობა მოდის მედიისთვის მნიშვნელოვან რეფერენსად დარჩება. Vogue-ში კი ახალი ეტაპი იწყება, ვნახოთ რას მოუტანს ეს ცვლილება მოდის ჟურნალისტიკასა და ზოგადად მსოფლიო მოდას.
სახლი, რომელშიც ემა რობერტსი ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჰოლივუდ ჰილზე მდებარე თბილი და კომფორტული სივრცეა. მსახიობმა ეს ვინტაჟური ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეული სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.
ლოს-ანჯელესში გამართულ Academy Museum Gala 2025-ზე ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები და მოდის სახლები შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ კინოს კულტურა და წარმოეჩინათ მაღალი მოდის თანამედროვე ტენდენციები.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.