ლაბუბუ ღუნღულა სათამაშო მონსტრია, რომელიც ილუსტრატორ კასინგ ლუნგის ფანტაზიის სამყაროდან დაიბადა და დროთა განმავლობაში გლობალურ კულტურულ მოვლენად იქცა. ეს უცნაური ფიგურა ერთდროულად წარმოადგენს მოდურ აქსესუარსა და ციფრულ ეპოქაში დაბადებულ ეგზოტიკურ სათამაშოს, რომელიც ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ობიექტად იქცა.
ლაბუბუს ისტორია 2015 წლიდან იწყება, როცა კასინგ ლუნგმა შექმნა პერსონაჟთა სერია The Monsters - სამყარო, რომელიც შთაგონებულია ჩრდილოეთის მითოლოგიით, საბავშვო ზღაპრებითა და იმ შინაგანი განცდით, რაც ადამიანს შესაძლოა დაეუფლოს, როდესაც ორ კონტინენტს შორის აღმოჩნდება იდენტობის ძიებაში. ლუნგმა, რომელიც ჰონგ-კონგში დაიბადა და ჰოლანდიაში გაიზარდა, ლაბუბუ თავდაპირველად მხოლოდ წიგნის ილუსტრირებული გმირის სახით წარმოიდგინა, როგორც პერსონაჟი და არა როგორც კომერციული პროდუქტი.
Labubu The Monsters Space Adventures Series
2019 წელს ლაბუბუს ლიცენზია სათამაშოების გიგანტს Pop Mart გადაეცა, რომელმაც სრულყოფილებამდე მიიყვანა ე.წ. "ბლაინდ ბოქსის" მოდელი: ყოველი ფიგურა დახურულ შეფუთვაში იყიდება და მომხმარებელს წინასწარ არ აქვს ინფორმაცია, რომელი ვერსია შეხვდება. იქნებ ლაბუბუ მეკობრე აღმოჩნდეს? ან ფერიას მსგავსი? ან ის იშვიათი, „საიდუმლო“ ვერსია, რომლისთვისაც კოლექციონერები ათასობით დოლარს იხდიან? დღეისათვის ლაბუბუს უკვე 300-ზე მეტი ვარიაცია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე 170 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
ლაბუბუს თოჯინები Pronounce-ის 2024 წლის შემოდგომის ჩვენების პირველი რიგში, მილანში
ლაბუბუსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2024 წელი, როდესაც Blackpink-ის წევრი ლისა შემთხვევით გამოჩნდა ფოტოებზე ლაბუბუს საკიდით, რაც არც კამპანიის ნაწილი იყო და არც მარკეტინგული ჩანაფიქრი. სწორედ ეს იქცა ლაბუბუს ვარსკვლავურ მომენტად.
Blackpink’s Lisa with Labubu
მალე ლაბუბუ ვიხილეთ რიანასა და დუა ლიპას ყოველდღიურ სტილშიც.
ლაბუბუს მიმართ ინტერესი არ ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ სიმპათიას. ის არც ტრადიციული გაგებითაა ლამაზი და ზოგჯერ ოდნავ შემაწუხებელიც კია. უცნაური და ირონიულია, თითქოს ძმები გრიმების ზღაპრიდან გადმოსული არსებაა, რომელსაც ვიზუალური ინტერპრეტაცია რეი კავაკუბომ მიანიჭა. ლაბუბუ სწორედ იმ სამყაროში გამოჩნდა, სადაც ციფრული ფილტრები და ალგორითმები ყველაფერს იდეალურის ელფერს აძლევს და ამ ფონზე ის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, მოდის ახალ ესთეტიკურ მიმართულებად, რომ არც არაფერია იდეალურია.
Rose of Blackpink posing with her Labubu doll
ლაბუბუ, ამავდროულად, კომერციული ფენომენიცაა. Pop Mart-მა 2024 წლის პირველ ნახევარში 6.3 მილიარდი იუანი (დაახლოებით 882 მილიონი აშშ დოლარი) გამოიმუშავა. მისი პოპულარობა სათამაშოების სივრცეს გასცდა, ლაბუბუ დღეს ქუჩის მოდის ნაწილადაც იქცა. ის თანამედროვე ხელოვნების სივრცესა და მუზეუმებშიც გამოჩნდა. ბრენდის თანამშრომლობა მსხვილ კულტურულ ინსტიტუტებთან აქტიურ ფაზაშია.
და მაინც, რატომ გადავწყვიტეთ ამდენი დრო ერთ უცნაურ თოჯინას დავუთმოთ? ლაბუბუს გარშემო შექმნილი ტრენდი შესაძლოა უსაფუძვლო სიგიჟედ მოგვეჩვენოს, თუმცა მის ფონზე თანამედროვე კულტურის არაერთი ფენომენი იშიფრება. ჩინეთში უკვე გახმაურდა სახელმწიფო რეგულატორების შეშფოთება ბლაინდ ბოქსების ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესახებ. ზოგიერთმა მათგანმა ეს პრაქტიკა პირდაპირ აზარტულ თამაშებს შეადარა. ფსიქოლოგები მიუთითებენ იმპულსური ქცევების მატებაზე, განსაკუთრებით მოზარდებში. თავად კოლექციონერებიც აღიარებენ, რომ ლაბუბუს კოლექციონერობა ხშირად ემოციურ დაღლილობას იწვევს.
ჩინეთში უკვე გახმაურდა სახელმწიფო რეგულატორების შეშფოთება ბ
რაც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ლაბუბუ მხოლოდ სათამაშო არ არის. ის ერთგვარი წინააღმდეგობაა თანამედროვე, ზედმეტად გაპრიალებული სამყაროს მიმართ. და შესაძლოა, სწორედ ამ წინააღმდეგობაში იმალება მისი ყველაზე მოდური განზომილება.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ანგელოზებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. შოუ მრავალფეროვანი დიზაინები ვიხილეთ. პოდიუმზე გამოვიდა მატილდა გვარლიანი, რომელმაც ვარდისფერი და ცისფერი ლუქები მოირგო.
ნასტასია ლეგრან ბაბლუანი 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 12 მოდის სახლის პოდიუმზე გამოჩნდა და ისეთი სახლების კოლექციები წარადგინა, როგორებიცაა Chanel, Bottega Veneta თუ Ralph Lauren.