#სამეფო ოჯახი

7 ფაქტი, რომელიც მეგან მარკლის ინტერვიუდან შევიტყვეთ

გაზიარება:

სამეფო ოჯახში შესვლის და სასექსის ჰერცოგინიას სტატუსის მორგების შემდეგ, უმსხვილესი დასავლური გამოცემები აქტიურად ცდილობდნენ მეგან მარკლისგან ექსკლუზიური ინტერვიუს მოპოვებას. მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება Vogue-სკენ იყო მიპყრობილი, The Cut-მა სამყაროს ნანატრი ინტერვიუ წარუდგინა სასექსის ჰერცოგინიასთან, რომელიც წარსულისა და აწმყოს პირადი დეტალებითაა სავსე.

საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში მეგან მარკლმა თავისი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებზე ისაუბრა, მათ შორის სამეფო ოჯახზე, ახალ პოდკასტზე, Instagram-ზე და არჩისთვის კარგი მანერების სწავლების ხრიკებზე.

1. მეგანი და ჰარი მზად იყვნენ წასულიყვნენ თანამეგობრობის "ნებისმიერ" ქვეყანაში დიდი ბრიტანეთისგან თავის დასაღწევად

ერთ-ერთი ფაქტი, რაც მეგან მარკლმა ინტერვიუში გაამჟღავნა გაერთიანებული სამეფოს დატოვების განხილვა იყო. მარკლის თქმით წყვილი მზად იყო წასულიყო თანამეგობრობის სხვა ქვეყანაში და ემუშავა სამეფო ოჯახის სახელით, თუმცა ამავდროულად სურდათ საკუთარი ფულის გამომუშავება. როდესაც სასექსის ჰერცოგებმა საკუთარი გზით საწადელს ვერ მიაღწიეს, ახალი გეგმით ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღეს გეზი.

2. არჩის ხეებთან ლაპარაკის უცნაური ჩვევა ახასიათებს - ისევე, როგორც ამას მისი ბაბუა აკეთებს

პრინცი ჩარლზი შეიძლება ათასობით კილომეტრის დაშორებით იყოს მისი ახალგაზრდა შვილიშვილისგან, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის მათ ძლიერ კავშირს. როგორც მეგანმა გაგვიმხილა, მისი და პრინცი ჰარის უფროსი შვილი უბრალოდ გატაცებულია ბუნებით და ხეებთან და მცენარეებთან ლაპარაკი ძალიან უყვარს, ისევე როგორც პრინც ჩარლზს.

3. ჰერცოგინია Instagram-ზე დაბრუნებას გეგმავს

პოდკასტის Archetypes-ის გაშვების შემდეგ, მეგან მარკლს სურს სოციალურ სამყაროს Instagram-ის მეშვეობით დაუბრუნდეს. სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას Sussex Royal-ის საერთო გვერდზე, რომელსაც 9.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, პოსტი 2020 წლის იანვრიდან აღარ განუთავსებია. წყვილმა Facebook-სა და Twitter-ზე უარი სიძულვილის ენის გამო თქვა.

4. მეგანი პატიებისთვის მზად არის

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მეგანსა და სამეფო ოჯახის წევრებს შორის პატიებისთვის ადგილი, მარკლმა ხაზი ცხოვრების გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა.

„ვფიქრობ, რომ პატიება ძალიან მნიშვნელოვანია. არ პატიება, კიდევ უფრო მეტ ენერგიას საჭიროებს. მე ძალისხმევას არ ვიშურებ პატიებისთვის, იმის ცოდნა, რომ ყველაფრის თქმა შემიძლია კი მხოლოდ მაძლიერებს“ - მეგან მარკლი.

5. მეგანს, არჩის კარგი მანერებით აღსაზრდელად საკუთარი ტაქტიკა აქვს

სამეფო მოვალეობებზე უარის თქმისა და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადასვლის მიუხედავად, მეგანი და ჰარი შვილების სწორად აღზრდას და მათთვის კარგი მანერების სწავლებას დიდ დროს უთმობენ.

„ჩვენ მას (არჩის) ყოველთვის ვეუბნებით: „მამაკაცს მანერები ქმნიან. მანერები, მანერები, მანერები, მანერები, მანერები““

6. მეგანს სჯერა, რომ დიდი ბრიტანეთის ტაბლოიდების კულტურამ მისი და ჰარის ოჯახებს შორის განხეთქილება გამოიწვია

ოჯახზე საუბრისას მეგანმა ტაბლოიდების ტოქსიკურობაზე ხმამაღლა ისაუბრა და არც ის დაუმალავს, რომ მისი და ჰარის ოჯახებს შორის განხეთქილების მთავარი საბაბი სწორედ ტაბლოიდების კულტურა იქცა, რომელიც დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მეგანს არც ის დაუმალავს, რომ პრინცმა ჰარიმ Megxit-ის პროცესის დროს საკუთარი მამა დაკარგა.

7. მეგანი ამტკიცებს, რომ მას ნელსონ მანდელას ამსგავსებდნენ

სასექსის ჰერცოგინიამ 2019 წელს ლონდონში გამართული The Lion King-ის პრემიერა და ერთი კეთილშობილი ქალის კომენტარი გაიხსენა, რომელმაც მეგანის სამეფო ოჯახში ქორწინება ისევე აღინიშნა, როგორც ნელსონ მანდელას გათავისუფლება.

ზევით