მსახიობები, რომლებმაც ეკრანებზე დედოფალი ელისაბედ II განასახიერეს

დიდი ბრიტანეთის 96 წლის დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრება, არა ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას, სკანდალსა თუ სენსაციას აერთიანებდა, რაც ხშირად სცენარისტებისა და რეჟისორების შთაგონების წყარო ხდებოდა და მომავალშიც აუცილებლად გახდება. დედოფლის ეკრანებზე გაცოცხლება, მისი უდიდებულესობის როლის ბოლომდე გათავისება და სრულად მორგება მარტივი საქმე არ გეგონოთ, პირიქით ის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, თუმცა ბრწყინვალედ შესრულებული როლები, ყოველთვის მკაფიოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში.

წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებმაც ეკრანებზე დედოფალი ელისაბედ II განასახიერეს:

კლერ ფოი

კლერ ფოი ახალგაზრდა დედოფასლ ელისაბედ II-ის როლს The Crown-ის პირველ და მეორე სეზონებში ირგებდა. იდეალური სამეფო კარის აქცენტითა და დედოფლის როლის უბადლო მორგებით, კლერმა „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და SAG-ის ჯილდოებიც კი დაიმსახურა.

ოლივია კოლმანი

სამეფო კარის ინტრიგების გაგრძელებაში, The Crown-ის მესამე და მეოთხე სეზონებში დედოფალ ელისაბედ II-ის როლს ოლივია კოლმანი ირგებს, წინამორბედისგან განსხვავებით, ოლივია, ელისაბედ II-ის დედოფლობის უფრო რთულ ეტაპებს გადმოგვცემს და ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა პრემიერ მინისტრ მარგარეტ ტეთჩერთან და საკუთარ შვილებთან ურთიერთობა.

ჰელენ მირენი

ჯერ კიდევ The Crown-ის დიდებამდე, 2006 წელს, რეჟისორმა სტეფან ფრეარსმა ფილმი გადაიღო სახელწოდებით Elizabeth II, რომელშიც მთავარ - ელისაბედ II-ის როლს, კინოსამყაროს ნამდვილი საგანძური ჰელენ მირენი ასრულებდა. მოქმედება, უელსის პრინცესას - დიანას გარდაცვალების შემდეგ ვითარდება და დედოფალი საზოგადოების მხრიდან კრიტიკულ დამოკიდებულებაში ეხვევა. შესრულებული როლისთვის ჰელენს „აკადემიის ჯილდო“, „ოქროს გლობუსი“ და BAFTA აქვს მოპოვებული.

სარა გადონი

რეალურ ფაქტებზე გადაღებულ ფილმ A Royal Night Out-ში მოქმედება 1945 წელს ვითარდება, როდესაც ელისაბედ II-სა (რომლის როლსაც ეკრანიზაციაში მშვენიერი სარა გადონი ასრულებს) და პრინცესა მარგარეტს ნება დართეს ბუკინგემის სასახლე ჩუმად დაეტოვებინათ და სახალხო ზეიმს შეერთებოდნენ.

სამანტა ბონდი

სიუ ტოუნსენდის ნოველის მიხედვით გადაღებულ კინოადაპტაციაში, რომელიც დიდ ეკრანებზე 2018 წელს ვიხილეთ, დედოფალ ელისაბედ II-ის როლს სამანტა ბონდი ასრულებს. მოქმედება წარმოსახვით სამყაროში ვითარდება, სადაც ახალმა რესპუბლიკელმა პრემიერ მინისტრმა მონარქები სტატუსისა და პრივილეგიების გარეშე დატოვა. 

ფრეია უილსონი

და ბოლოს ჩვენი სიის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობს, ფრეია უილსონს წარმოგიდგენთ, რომელმაც ელისაბედ II-ის როლი, 2010 წელს გამოსულ ფილმ The King’s Speech-ში მოირგო, სადაც ფრეია 11 წლის ელისაბედს განასახიერებს, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მამასთან - მეფე ჯორჯ VI-სთან.

ზევით