#კულინარია

სუპლი - რომაელების საყვარელი ბრინჯის ბურთულები ყველით

გაზიარება:

შესაძლოა იტალიის ხსენებაზე პირველი პიცა და პასტა გახსენდებათ, მაგრამ ისიც გეცოდინებათ, რომ ტემპერამენტიანი ხალხის სამზარეულო გაცილებით მეტ საინტერესო კერძს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი კი “სუპლი” გახლავთ, რომელიც სათავეს ლაციოს რეგიონში, კერძოდ კი რომში იღებს.

სუპლი, supli, ბრინჯის ბურთულები ყველით, იტალიური სამზარეულო, იტალიური კერძი, ხემსი, სნეკი

ე.წ. “ქუჩის საჭმელი” ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი წასახემსებელი კერძია, თუმცა ფრთხილად იყავით, “სნეკი” შესაძლოა თვალსა და ხელს შუა ვახშმად გადაიქცეს.

რა არის სუპლი?

სუპლი ტრადიციული რომაული ხემსია. ეს გახლავთ ზეთში მოხარშული ბრინჯის ბურთები ყველის შიგთავსით. კლასიკური supplì al telefono-ს მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

ბულიონი (1 ცალი სტაფილო, ნიახური, ბაზილიკი)

• 1 თავი ხახვი;

• 1 კბილი ნიორი;

• 500 მლ. ტომატ პასტა;

• 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი;

• 500 გრამი ბრინჯი;

• 150 გრ. მოცარელა; (შეგიძლიათ სულგუნიც გამოიყენოთ);

• 150 გრ. პარმეზანი;

• 50 გრ. სიმინდის ფქვილი;

• 200 გრამი პურის საფანელი (კლასიკური, ან სასურველ სუნელებთან ერთად შეზავებული);

• 3 ცალი კვერცხი.

სუპლი, supli, ბრინჯის ბურთულები ყველით, იტალიური სამზარეულო, იტალიური კერძი, ხემსი, სნეკი, რეცეპტი

მომზადების წესი:

1. დაიწყეთ ბულიონის მომზადება. 1.5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1 ცალი სტაფილო, რამდენიმე ღერი ნიახური და ბაზილიკის რამდენიმე ფოთოლი. წამოადუღეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 30 წუთის მანძილზე.

2. დაჭერით შერჩეული ყველი (მოცარელა) საშუალო ზომის კუბებად.

3. 1 ცალი ხახვი დაჭერით წვრილად და 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში მოშუშეთ მანამ, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. დაამატეთ ტომატ-პასტა, ცოტა ოდენი ბაზილიკი, მოაყარეთ მწიკვი მარილი და მოშუშეთ 5 წუთის მანძილზე. დაამატეთ გარეცხილი ბრინჯი და კარგად ამოურიეთ.

სუპლი, supli, ბრინჯის ბურთულები ყველით, იტალიური სამზარეულო, იტალიური კერძი, ხემსი, სნეკი, ბრინჯი, რეცეპტი, მომზადების წესი

4. ბრინჯს ნელ-ნელა დაამატეთ წინასწარ მომზადებული ბულიონი. მომზადების დროს ბრინჯს არ ურიოთ. ბულიონი მცირე ულუფებით დაამატეთ მანამ, სანამ ბრინჯი მთლიანად არ შეიწოვს მას და გასქელდება. პერიოდულად გასინჯეთ ბრინჯი, შესაძლოა ბულიონის გამოყენება მთლიანად არ დაგჭირდეთ. ბრინჯი არ უნდა გადაიხარშოს და მცირე სიმაგრე უნდა იგრძნობოდეს.

5. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, ბრინჯს დაამატეთ წინასწარ გახეხილი პარმეზანის ყველი და გაუსინჯეთ მარილი. შესაძლოა მარილის ოდნავ დამატება დაგჭირდეთ.

6. ბრინჯი ბოლომდე გააგრილეთ. უმჯობესია, ბრინჯის მასა საცხობ ფორმაზე გააბრტყელოთ და ისე მისცეთ გაგრილების საშუალება.

7. მოამზადეთ სამი საშუალო ზომის თასი. ერთში ჩაყარეთ ფქვილი, მეორეში ჩაასხით 3 ცალი ათქვეფილი კვერცხი, ხოლო მესამეში მოათავსეთ პურის საფანელი.

სუპლი, იტალიური ბრინჯის ბურთები ყველით, დიფი, სნეკი, მომზადების წესი, რეცეპტი

8. ხელის გულზე მოათავსეთ ბრინჯი და მიეცით მრგვალი ფორმა (დაახლოებით პინგ-პონგის ბურთის ზომის რომ გამოვიდეს). ბურთში თითით ხვრელი გააკეთეთ, შიგნით მოათავსეთ მოცარელას ერთი კუბი და მიეცით მრგვალი, ან ოდნავ ოვალური ფორმა (მოამზადეთ სასურველი რაოდენობის ბურთები).

9. ბურთი ამოავლეთ წინასწარ მომზადებულ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში (კვერცხში ამოვლების შემდეგ, რამდენიმე წამი დაიცადეთ, რომ ზედმეტი კვერცხი დაიწრიტოს) და ბოლოს, ამოავლეთ საფანელში.

10. ბურთულები 5-10 წუთით გააჩერეთ, რომ საფანელი კარგად მიეკრას.

11. ღრმა ტაფაზე წინასწარ გააცხელეთ მცენარეული ზეთი (არ დაგენანოთ, ზეთმა ბურთულები უნდა დაფაროს).

სუპლი, იტალიური ბრინჯის ბურთები ყველით, დიფი, სნეკი, მომზადების წესი, რეცეპტი, იტალიური კერძი, რომაული

12. ბურთულები მოათავსეთ გახურებულ ზეთში და შეწვით მანამ, სანამ საფანელი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს (დაახლოებით 6-7 წუთი).

13. ბურთები ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

ტრადიციულად სუპლის მარინარას ტომატის სოუსთან ერთად მიირთმევენ, თუმცა ქართული ტომატის საწებელიც არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. გემრიელად მიირთვით!

ზევით