#დეკორი

HOUSE OF GUCCI

გაზიარება:

პენტჰაუზი, რომელზეც დღეს მოგიყვებით Gucci-ს მამა დამფუძნებლის, გუჩიო გუჩის შვილთაშვილებს, ალესანდრა და ალეგრას ეკუთვნით. გოგოების მამამ, მაურიციო გუჩიმ ეს სახლი, რომელიც მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინა. აქვე შეგახსენებთ,  მაურიციო გუჩის სახელი ფართოდ ცნობადი 2021 წელს გახდა, როდესაც რიდლი სკოტმა საზოგადოებას ფილმი House of Gucci წარუდგინა. სწორედ ამ კინოსურათში არის აღწერილი მაურიციო გუჩის ცხოვრება და გარდაცვალება, ეს ბოლო კი საკუთარმა მეუღლემ 2 დაქირავებულ მკვლელს შეუკვეთა. ძალიან რთული ცხოვრება გამოიარეს უდედმამოდ დარჩენილმა ალესანდრა და ალეგრამ, თუმცა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა, რომელზეც სხვა დროს აუცილებლად დეტალურად მოგიყვებით.

პენტჰაუზის, რომელიც 880 კვადრატული მეტრია და 8 საძინებელი ოთახს მოიცავს,  გუჩის შთამომავლებმა გაყიდვა არაერთხელ სცადეს. კერძო საკუთრება ხან 45 მილიონ დოლარად იყიდებოდა, ბოლო მონაცემებით კი $ 35 მლნ იყო გასაყიდად განთავსებული.

GUCCI

ოლიმპიური კოშკის 50-ე და 51-ე სართულებზე მდებარე დუპლექსის დიზაინი შუა საუკუნის ფერადი და თანამედროვე ავეჯისა და ძენ დეკორის მიქსია. ძენ დეკორის სტილი კი მოიცავს სიმარტივეს, მინიმალიზმს და ბუნებრივ მასალებს ყენებს მხოლოდ.

GUCCI

GUCCI

დუპლექსის იდეა თავად მაურიციო გუჩის გაუჩნდა. მან 2 სართულის სხვადასხვა აპარტამენტი გააერთიანა. ზედა სართული მისაღებ და მოსასვენებელ ოთახს, სამზარეულოსა და ბიბლიოთეკისა მოიცავს. ქვედა სართული კი საძინებელი ოთახებისგან შედგება.

gucci

gucci, გუჩი, დეკორი, ინტერიერის დიზაინი

პენტჰაუზის ზედა სართულიდან გასაოცარი ხედი იშლება ნიუ-იორკზე, თვალწინ გაქვთ თავისუფლების ქანდაკება, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და Empire State Building-ი.

GUCCI

აპარტამენტის ქვედა სართულზე კიბეების ან ლიფტის მეშვეობით მოხვდებით, რომელიც არა ერთი, არამედ ორია. ამავე სართულზე არის განლაგებული საძინებელი ოთახები სველი წერტილებით.

გუჩი

გუჩის ოჯახის აპარტამენტში ჩვენი ყურადღება მეტად ხით მოპირკეთებულმა ბიბლიოთეკამ მიიპყრო, რომელსაც კირქვის მასიური ბუხარი ამშვენებს. წარმოიდგინეთ ზამთრის საღამო ბუხართან, საინტერესო წიგნთან და წითელ ღვინოსთან ერთად (განა რა აჯობებდა კახურ საფერავს ნიუ-იორკის შუაგულში?!).

gucci, გუჩი

ზევით