#GOGO! #მოგზაურობა

HOSTSHIP - ახალი ხედვა სასტუმროს საქმის მენეჯმენტში

გაზიარება:

ტურიზმი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია საქართველოში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დავეყრდნობით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველომ ტურიზმიდან $ 3,251,651,900 შემოსავალი მიიღო. დარგის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნები მაღალი სტანდარტის სასტუმროებზე, მიწოდებული სერვისის ხარისხზე და რა თქმა უნდა ბრენდის ციფრულ სამყაროში მაღალი დონის პოზიციონირებაზე. რატომ ეს ბოლო? სწორედ ონლაინ ეძებს ტურისტი სასტუმროს, რესტორანსა თუ ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მასშტაბური საერთაშორისო კამპანია აქვს გაჩაღებული საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის შესახებ და როგორ ფიქრობთ, სად? რა თქმა უნდა ციფრულ სამყაროში, ონლაინ გამოცემებში, ბლოგერების ჩართულობით. კი, დღეს იმიჯი ონლაინ - ყველაფერია. თუკი ციფრულ სამყაროში სწორი პოზიციონირება არ გაქვთ, აგებთ! - წარმატების ფორმულა მარტივია.

სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე ანა ჭინჭარაულმა შექმნა პლატფორმა Hostship, რომელიც სასტუმროს ბიზნესის მფლობელებს ციფრულ არხებზე პოზიციონირებაში დაეხმარებათ.

ანა, საიდან გაჩნდა ჰოსთშიფის შექმნის იდეა?

თითოეულ სასტუმროს, თუ კვების ობიექტს სჭირდება ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, დეპარტამენტების და ფუნქცია-მოვალეობების სწორად განსაზღვრა და ეფექტური პოზიციონირება სოციალურ ქსელში. 

სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მათთან სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვნად ზრდის ბრენდის მიმართ ინტერესს, ნდობას, რაც შემდგომ უკვე აისახება შემოსავლის ზრდაში.

ამ სფეროში მოღვაწეობის პერიოდში, ხშირად ვაწყდებოდი სიტუაციას, როდესაც სასტუმროს მენეჯმენტს სურვილი აქვს სრულყოფილი მარკეტინგული აქტივობის, რეკლამის თუ ბრენდის სტრატეგიის შექმნის, თუმცა, არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი აიყვანოს დამატებით რამდენიმე თანამშრომელი.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა გუნდი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ყველა მომსახურებას გააერთიანებდა გაცილებით ხელმისაწვდომი ბიუჯეტით. ეს არის გუნდი, რომელიც პირველ ყოვლისა, აფასებს ობიექტის მიმდინარე მდგომარეობას, გამოკვეთს საჭიროებებს და იწყებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმისთვის, რომ ასეთი კონკურენციის პირობებშიც კი, ბრენდი სწორად იყოს პოზიციონირებული ბაზარზე.

რა სირთულეებს აწყდებით უშუალოდ განთავსების ობიექტებთან ურთიერთობისას?

როგორც აღვნიშნე, ყველას აქვს სურვილი, რომ სასტუმრო დატვირთული იყოს, სწორი და ხარისხიანი კომუნიკაცია ჰქონდეს პოტენციურ მომხმარებელთან, თუმცა, როდესაც საქმე ამ ყველაფრისთვის გარკვეული ფინანსური რესურსის გამოყოფაზე მიდგება, რატომღაც ბიზნესის დიდი ნაწილი თავს იკავებს.

ბრენდინგი და ზოგადად, მარკეტინგული სერვისი, აბსტრაქტულია სფეროს წარმომადგენლების გარკვეული ჯგუფისთვის. სინამდვილეში, თუ კარგად აღჭურვილ სასტუმროს სწორი სტრატეგიით არ ავამოქმედებთ და მაღალი ხარისხის მომსახურებით არ უზრუნველვყოფთ, ბიზნესს საკმაოდ დიდი ზიანი ელოდება გრძელვადიან ჭრილში. ბიზნესს სჭირდება გონივრული ნაბიჯები. თუ არსებული რეალობა არ მოგვწონს, უნდა დავსვათ კითხვები, რა მიზეზებით არის განპირობებული ეს ყველაფერი, რა გვჭირდება, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს სურათი, რამდენად სწორად გვაქვს განაწილებული როლები გუნდში, როგორ შეიძლება გუნდის ეფექტურობის გაზრდა და ა.შ. 

ეს ყველაფერი ერთი დიდი და საინტერესო თავგადასავალია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. პარტნიორი კომპანიისთვის კი შემოსავლების ზრდის და სწორი იმიჯით ოპერირების გზაა.

როგორც ვიცით, არა მხოლოდ მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში, არამედ გენერალურ მენეჯმენტშიც ეხმარებით სასტუმროებს. უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ Hostship-ის სერვისების შესახებ.

დიახ, ჩემდა სასიკეთოდ, ისე მოხდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით პარალელურ რეჟიმში მიწევდა მუშაობა, მათ შორის სასტუმროს მართვა, მარკეტინგი, მედიასთან ურთიერთობა და პარალელურად მედიის წარმომადგენლობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, სწორი, ეფექტური მენეჯმენტისთვის რა ცოდნა და გამოცდილებაც  საჭიროა, აღმოჩნდა რომ ჩემთან მოიყარა თავი.

რასაკვირველია, არსებობს კონკრეტული  მიმართულებები, სადაც ჩემი კომპეტენცია შედარებით  ნაკლებია,  მაგალითად ედვერთაიზინგი და ჯავშნის სისტემები, სწორედ ამიტომ, სრულყოფილი სერვისის შეთავაზებისთვის, შევქმენი ჰოსთშიფის პატარა გუნდი.

რაც შეეხება სერვისებს:

• სასტუმროს გენერალური მენეჯმენტი
• სრული მარკეტინგული მომსახურება
• კონტენტ მარკეტინგი
• ბრენდის სტრატეგიის შექმნა
• საზოგადოებასთან ურთიერთობა
• სოციალური მედიის მართვა და სოციალური მედიის რეკლამირება და სხვა.

რა უნდა გაითვალისწინონ სასტუმროების წარმომადგენლებმა თუ თქვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ?

გულწრფელად რომ გითხრათ, პირველ ყოვლისა, ჩვენთან თანამშრომლობის საჭიროება უნდა ჰქონდეს გააზრებული. წლების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ თავად „დამკვეთი“ ვერ იაზრებს საჭიროებას, ჩვენი მხარე მუდმივად „ჭეშმარიტების მტკიცების“ პოზიციაშია, რაც დროის ფუჭად კარგვად მიმაჩნია.

ასევე, ძალიან  მნიშვნელოვანია ნდობა. თუ ჩვენთან თანამშრომლობას გადაწყვეტთ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ის საქმე, რომელსაც პირადად მე და ასევე ჩემი გუნდის წევრები დიდი გამოცდილებით, მთელი გულით და სიყვარულით ვაკეთებთ. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი პარტნიორი სასტუმროს წარმატებულად პოზიციონირება.

ზევით